ისეთ ტყუილებს ნუ წერ, რაშიც ადვილად გამოგიჭერენ.
თვითმფრინავი ჩამოაგდეს 8 იანვარს. ეს კი მეორე დღეს ანუ 9 იანვარს გამოქვეყნდა:
World News
January 9, 2020 / 9:07 PM / 2 days ago
Trump: Downed Ukrainian plane in Iran could have made a mistake
WASHINGTON (Reuters) - U.S. President Donald Trump on Thursday said the deadly crash of a Ukrainian plane could have been a mistake, adding that he had a terrible feeling about the downed airliner but offering no evidence.
“Somebody could have made a mistake,” Trump told reporters at a the White House, adding that he had suspicions about the crash but giving no other details.
https://www.reuters.com/article/us-iran-cra...e-idUSKBN1Z8241ესეც 9 იანვრის სტატიაა ქართულ ენაზე:
უკრაინული თვითმფრინავი ირანის მიერ ნასროლმა რაკეტამ ჩამოაგდო - ამერიკული მედია
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავს, რომელმაც თეირანში კატასტროფა განიცადა, სავარაუდოდ, ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რაკეტა შეცდომით მოხვდა. იტყობინება BBC-ი ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით.
ამერიკული ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ თვითმფრინავი სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩამოვარდა.
CBS News-ი წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აშშ-ის დაზვერვამ სატელიტის მეშვეობით მოიპოვა ორი რაკეტის ინფრაწითელი გამოსახულება, რომელსაც მალევე რადარზე აფეთქების ამსახველი გამოსახულება მოჰყვა.
მანამდე უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად სარაკეტო დარტყმასაც განიხილავდა, რაც ირანმა კატეგორიულად გამორიცხა.
თვითმფრინავის ჩამოგდების ვერსიებთან დაკავშირებით, ვარაუდი გამოთქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც, რომელმაც განაცხადა, რომ თვითმფრინავთან დაკავშირებით "ჩემი ეჭვი მაქვს, შეიძლება ვინმემ შეცდომა დაუშვას“.
სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც თეირანიდან კიევს მიემგზავრებოდა, თეირანში, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 10 წუთში ჩამოვარდა. კატასტროფის ზუსტი მიზეზები ჯერ არ არის გამორკვეული, თუმცა ირანული მხარე იტყობინება, რომ ეს შესაძლოა ძრავის აალებას გამოეწვია.
თვითმფრინავში 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.
http://ghn.ge/news/238016-ukrainuli-tvitmf...amerikuli-mediaaisi77