ბადრი ჯაფარიძე - ანაკლიაში რუსული კომპანია არ შემოდიოდა, ეს სიცრუეა, რომელიც გია ვოლსკის ახასიათებს - მისი შეფასებები საბჭოთა პროკურორების განცხადებებს მაგონებს
14.01.2020
პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, მისი და ხაზარაძის განცხადება, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობით, საქართველო რუსეთს ტანკების კომფორტულად შემოსვლის საშუალებას აძლევს, „ხატოვნად იყო ნათქვამი“. ბადრი ჯაფარიძის თქმით, საუბარია იმაზე, რომ ჩრდილოეთიდან ჩვენთან ტანკები შემოდის, ხოლო დასავლეთიდან - ტექნოლოგია, დახმარება და კეთილი ნება.
,,დღევანდელი სახელმწიფო აჩერებს იმ პროექტს, რომელსაც უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო დევნის წარმატებულ ბიზნესმენებს და პოლიტიკური ნიშნით უტევს მოაზროვნე ადამიანებს. სწორედ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. რაც შეეხება ჩვენს განცხადებას, ეს მოკლე ანალიზს მოიცავს დღევანდელი მთავრობის პრიორიტეტების შესახებ. დღევანდელმა მთავრობამ უარი თქვა ანაკლიის კონსორციუმისთვის ნებისმიერი გარანტიის გაცემაზე. მათთვის პრიორიტეტი აღმოჩნდა ჩრდილოეთის მიმართულებით განვითარება. ქვეყანა 500 მილიონ დოლარამდე იღებს სესხს და ამ დროს იგივე მთავრობა უარს ამბობს ანაკლიის პროექტზე, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
რაც შეეხება იმას, რომ ,,ტანკს და ოკუპაციას ასფალტი არ სჭირდება“, ეს იყო ხატოვნად ნათქვამი. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩრდილოეთიდან ჩვენთან ტანკები შემოდის, ხოლო დასავლეთიდან - ტექნოლოგია, დახმარება და კეთილი ნება. დაუშვებელია ჩრდილოეთისკენ ვექტორის მიმართვა იმ დროს, როდესაც იბლოკება დასავლეთის ინტეგრაციისკენ მიმავალი პროექტები. სწორედ ეს ვთქვით შედარებისთვის,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე ასევე გამოეხმაურა გია ვოლსკის განცხადებას, რომლის თქმითაც, რუსული აგრესიის განმეორების შემთხვევაში, ტანკის მოასფალტებულ გზაზე სიარული დღის წესრიგში არ იდგება.
გარდა ამისა, ჯაფარიძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გია ვოლსკის განცხადება, რომ ანაკლიის კონსორციუმი რუსულ კომპანიას თანამშრომლობას სთავაზობდა.
„ვოლსკის შევახსენებ, რომ თავის დროზე როკის გვირაბი რომ არ გაეყვანათ, რუსული ტანკები ასე სწრაფად ვერ შემოვიდოდნენ. რუსეთთან დამაკავშირებელი ყველა გზიდან სამხედრო ტექნიკა შემოიყვანეს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოეთიდან ზიანის მეტი არაფერი მიგვიღია. ამიტომაც გაჩნდა ამ ხატოვანი შედარების აუცილებლობა.
ანაკლიაში რუსული კომპანია არ შემოდიოდა. ეს არის სრული სიცრუე, რომელიც ახასიათებს ვოლსკის და ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. დიდი ხანია, ვოლსკი ამოფარებულია პროკურატურას, მისი შეფასებები სწორედ საბჭოთა პროკურორების განცხადებებს მაგონებს. რასაც ის ამბობს უდანაშაულო ადამიანებზე, სხვა არაფერია, თუ არა რუსული საბჭოთა პროკურატურის სტილში გაკეთებული განცხადებები, რაც უდანაშაულო ადამიანებს სდებს ბრალს და შემდგომ იყენებს მათი რეპუტაციის შესალახად’’ , - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/58...debebs-magonebsმოკლედ, ხაზარაძემ ხატოვნად თქვა, უნიჭო შედარება გააკეთა თუ როგორც არის, ეს დაიხვიეს გუშინ ხელზე, ვითომ პირდაპირ ტანკებზე იყო საუბარი, გამოენძრა ვოლსკი და „შეაფასა“, რომ ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაო. იმედზეც ქრონიკაში კაი 15-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნეს ამ ნამუსგარეცხილი ვოლსკის ნათქვამს, სიუჟეტს უწოდეს ხაზარაძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და მთელი ეს დრო ეგრეც ეწერათ ეკრანზე.
აი ვოლსკი ხომ არის ბოლომდე გათახსირებული და ნეტავ იმედში ხომ არ ჰგონიათ, რომ თვითონ არ არიან ეგეთები. თვითონ რამით ჯობიან ბოლომდე ზნედაცემულებს. ხელფასში უნდა გაყიდონ ყველაფერი? თუნდაც 3 ათასი იყოს...
და ეს ვოლკსი მთავრობაა და ეს იმედი - სამთავრობო ტელევიზია. იქით კიდევ მთავარია...
მერე იტყვიან, ივერია გაბრწყინდებაო. შანსი არის 0.
რუსეთი უნდა დაინგრეს.