აბა, ცხელ-ცხელი ენდიაი. ბიძინ, მოამზადე უსტარი უოშინგთონში გასაგზავნად!
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტის საქმიანობას აფასებს. კერძოდ, NDI-ის კვლევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა რესპონდენტთა 40 %-მა უარყოფითად შეაფასა.
კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 1 % აფასებს. კარგად - 8%, საშუალოდ - 27 %, ძალიან ცუდად 17%.
ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებისას, პარლამენტის შემდეგ მოსახლეობა ცუდად აფასებს სასამართლოს მუშაობას. კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 31 % ამბობს, რომ სასამართლოები ცუდად მუშაობს, 14%-ის აზრით სასამართლო ძალიან ცუდად მუშაობს, 29%-ის შეფასებით - საშუალოდ, 9%-კარგად, 1%- ძალიან კარგად.
საქართველოს პოლიციის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 15%- ცუდად, 35%-საშუალოდ, 37%-კარგად, 6%-ძალიან კარგად, 4%- ძალიან ცუდად აფასებს.
მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 10% - ცუდად აფასებს, 2%-ძალიან ცუდად, 37%-კარგად, 13-%-ძალიან კარგად, ხოლო 12%-მა კითხვაზე პასუხისგან უარი განაცხადა.
გამოკითხული მოსახლეობის 9% ცუდად აფასებს საქართველოს ჯარის საქმიანობას. 2%-ძალიან ცუდად, 44%-კარგად, 8%-ძალიან კარგად, ხოლო 31 %-საშუალოდ.
ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იყო წარმოდგენილი.
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.
____________________________________________
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" - გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 30% - კარგად
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 64% პასუხობს, რომ ცუდად, 30% პასუხობს, რომ კარგად, ხოლო 5%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.
___________________________________________
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ლიდერებიდან ყველაზე დადებითად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს, ყველაზე ცუდად კი სალომე ზურაბიშვილის
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ლიდერებიდან ყველაზე დადებითად დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას აფასებს.
კერძოდ, გამოკითხულთა 31% კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 13% - ძალიან კარგად აფასებს, 32% - საშუალოდ, 16% - ცუდად, 6% - ძალიან ცუდად, 1%-მა კი კითხვაზე არ უპასუხა.
ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 4% აფასებს, კარგად - 17%, საშუალოდ - 34%, ცუდად - 24%, ძალიან ცუდად - 10%, 10%-მა კი კითხვაზე არ უპასუხა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 12% - კარგად, 30% - საშუალოდ, 25% - ცუდად, 11% - ძალიან ცუდად, კითხვაზე არ უპასუხა 20%-მა.
რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, კარგად 8%, საშუალოდ 31%, ცუდად - 34%, ძალიან ცუდად - 20%, 6%-მა კითხვაზე არ უპასუხა.
აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.
კახი, შენ ყველაზე რეიტინგულო!

მოცოცაცს ბიძინის საცეცეცები მერიაში.
* * *
NDI - გამოკითხულთა 19% თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია „ქართული ოცნებაა“, 13% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, ხოლო 7% - „ევროპულ საქართველოს“
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ მათ შეხედულებებთან არცერთი პარტია არ დგას ახლოს.
გამოკითხული მოსახლეობის 20% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არცერთი პარტია არ დგას, 19% თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარი პარტია „ქართული ოცნებაა“, 14%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს, 13% ასეთ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, ხოლო 7% „ევროპულ საქართველოს“.
აღნიშნულ ჩამონათვალს მოჰყვება „ლეიბორისტული პარტია“ 6%-ით, „პატრიოტთა ალიანსი“ 5%-ით, „ახალი საქართველო“ 4%-ით, „დემოკრატიული მოძრაობა“ 3%-ით, „გირჩი“ 2%-ით.
_______________________________
NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ - 20%, „ნაცმოძრაობას“ - 13%, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებს“ - 8% მისცემდა ხმას
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ - 20%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ - 13%, „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატების“ - 8% მისცემდა ხმას, - ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევაშია აღნიშნული.
კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 20%, არც ერთი პარტია - 14%, უარი პასუხზე - 14%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 13%, არ ვიცი - 12%, „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატები“ - 8%, „ლეიბორისტული პარტია“- 5%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 4%, პოლიტიკური პლატფორმა - „ახალი საქართველო“ - 3%, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 3%, „გირჩი“ - 2%, სხვა - 2%.
კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 65% ამბობს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, 35% მონაწილეობას არ მიიღებდა.
კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39%-მა იცის ხმას ვის მისცემდა, 56%- გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ხოლო 3%-მა არ იცის ხმას ვის მისცემდა.
გამოკითხული მოსახლეობის იმ ნაწილის 21%-მა, ვინც არჩევნებზე არ წავიდოდა, იცის ხმას ვის მისცემდა, ხოლო 69%-მა არ იცის.
გამოკითხული მოსახლეობის 49% ამბობს, რომ არსებობს პარტია, რომელიც ასახავს მის შეხედულებებს და ხმას სავარაუდოდ, მას მისცემდა. 34% ამბობს, რომ საქართველოში არსებული პარტიებიდან არც ერთი ასახავს მის შეხედულებებს. პასუხი არ იცის 10%-მა, უარს პასუხზე აცხადებს - 3%, ხოლო 4% ამბობს, რომ არსებობს პარტია, რომელიც მის შეხედულებებს ასახავს, მაგრამ სავარაუდოდ ამ პარტიას ხმას არ მისცემს.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლოების 33% იმავე პარტიას მისცემდა ხმას, ვისაც ხმა მისცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 23% ხმას არ მისცემს იმავე პარტიას, 16%-ს არ ახსოვს ხმა ვის მისცა 2016 წლის არჩევნებზე, 17%-მა პასუხი არ იცის, 4%- უარს ამბობს პასუხზე, ხოლო 7% არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამასთან, გამოკითხულო მოსახლეობა კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს თქვენი აზრით, რომელი პარტია მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას? პასუხობს:
32%-„ქართული ოცნება“, 14%-ენმ, 14%-არ ვიცი, უარი პასუხზე - 12%, არც ერთი - 11%, „ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატები“ – 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%, „ლეიბორისტული პარტია - 2%, პოლიტიკური პლატფორმა - „ახალი საქართველო“ – 2%, „გირჩი“ – 1%, „დემოკრატიოული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ – 1%, სხვა - 1%.