ეს განსაკუთრებით. :დ
კულტურული უპირატესობა ჭირდებოდა და ველური ჯიგიტის კარიკატურას ჩაუყარა საფუძველი.

სტალინს თავადვე უსაუბრია იმაზე, თუ რატომ მოსწონდა აღმაშენებელი. იხილეთ ნიკო ბერძენიშვილის "სტუმრად სტალინთან":
https://burusi.wordpress.com/2010/02/02/nik...rdzenishvili-3/“Я за абсолютизм”.
“აბსოლუტიზმი პროგრესის თვალსაზრისით უფრო მისაღებია - სახალხო ძალებს აერთიანებს, კლასთან ბრძოლის არეს აფართოებს, კლასთა ბრძოლას აღრმავებს… “
ამავე მიზეზით მაო ძედუნი ცინ შიხუანდს განადიდებს, რომელიც მანამდე სისხლიან ტირანად იყო შემორჩენილი სახალხო მეხსიერებაში.

და "ისტორია პატრიოტული უნდა იყოს".
პატრიოტიზმი აუცილებელია, მაგრამ არა ნაციონალისტური, ბურჟუაზიული, არამედ ინტერნაციონალური.
"ბურჟუაზიულ კლასს რომ გაემარჯვა, მივიღებდით დამოუკიდებელ ბურჟუაზიულ საქართველოს, პროლეტარიატმა გაიმარჯვა და მივიღეთ დამოუკიდებელი სოციალისტური საქართველო საბჭოთა კავშირში. . .
ერეკლეს ანდერძის გამრუდება იქნებოდა, ბურჟუაზიას რომ გაემარჯვა."
ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს კულტურული ხალხის გასაბჭოების რთულ და მეთოდურ პოლიტიკასთან, რასაც პატივცემული ჯენტლმენი ფსიქოანალიზითა და არასრულფასოვნების კომპლექსით გვიხსნის.

ჯანსაღი სექსის ნაკლებობაც ხომ არ სტანჯავდა ამხანაგ სტალინს? :დ
This post has been edited by Alfred_Albion on 21 Jan 2020, 15:01
აღარც ღმერთი... ვეღარაა... - თორნიკე ოქრიაშვილი