მისი შვილი ცნობილი ექიმია ულამაზესი ქალბატონი თეონა ბაღათურია დედაც ექიმი იყო ფსიქიატრი.
9 აპრილს დედასთან ერთად იყო მთავრობის სახლთან მაშინ სადღაც 17 წლის იყო თეონა და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს.
ჭყლეტვისას და არეულობისას მისი და დედის გზები გაიყო თვითონ აღმოჩდა ეხლანდელ 9 აპრილის ბაღში გაქცეულ ხალხს გაჰყვა დედამისი პროზექტურაში ნახეს დილით სხვა მიცვალებულებთან ერთად ესვენა

იყო კიდევ ერთი გარდაცვლილი ორსული გოგონა ელისო ჭიპაშვილი არ ვიცი სადაა დაკრძალული და 28 ჟურნალისტი თამუნა დოლიძე
ეს გოგო დოლიძე ცოცხალი ნახეს სადღაც მთაწმინდის აღმართზე როდის დაიღუპა არავინ იცის ვიღაცას გამოუყვანია არეულობიდან და წადი სახლში გაიქეციო იმ ვიღაც იდიოტმა ქუჩაში მიატოვა
მოშიმშილე გოგო სახლში მაინც მიეცილებინა ან იმ ვიღაცას ვინმესთვის ეთხოვა წაიყვანეთო რატომ მიაგდო ქუჩაში უმწეო გოგო ?
თამუნა ჭოველიძეც დაახლოებით ასე დაიღუპა მოახერხა და კინო რუსთაველის შენობას თავი შეაფარა ვიღაცეებთან ერთად დილით როცა დარბევა მორჩა თამუნამ უთხრა მასთან ერთად
დამალულ რამდენიმე პირს რომ მე სახლში წავალო დედა მყავს მარტოო და ცუდათ არისო დაახლოებით ასეთი რაღაც უთხრა იქ მყოფებს და მათ არც კი უცდიათ ბავშვის შეჩერება და გაკავება არადა
16 წლის გოგოს გაკავება რა უნდოდა ? თამუნა ქუჩაში რომ გამოსუილა კინო რუსთაველის სალაროებთან ვიღაც ნაბიჭვარ ჯარისკაცს დაუჭერია და ცემით მოუკლავს ეხვეწებოდა არ მომკლა სახლში
მივდივარო სულ ნაცემი იყო ბავშვი ეს ფაქტი დადასტურებულია სობჩაკის კომისიის დასკვნაში და ცალკე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული რადგან სახეზე იყო არასრულწლოვნის განძრახ
მკვლელობა მაშინ როცა დარბევა დასრულებული იყო და ექიმები მიუშვეს ეპიცენტში და ეს ფაქტი საბჭოთა ცენტრალურმა პროკურატურამაც აღიარაა.
This post has been edited by PNG on 3 Feb 2020, 07:33