ეკა ბეჟანიშვილი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინე (ეკა) თამაზის ასული ბეჟანიშვილი
Eka bejanishvili.jpg
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1973
ტიბაანი
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 1989 (15 წლის)
თბილისი
დაკრძალულია თბილისის ზღვის სასაფლაო
მშობლები მამა: თამაზ ბეჟანიშვილი
დედა: ლალი ყანჩაველი-ბეჟანიშვილი[1].
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
ეკა ბეჟანიშვილის საფლავი
წარწერა საფლავის ქვაზე
ეკატერინე (ეკა) ბეჟანიშვილი (დ. 25 აგვისტო[2][3], 1973, სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — სკოლის მოსწავლე, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (15 წლის).
ბიოგრაფია
ეკა ბეჟანიშვილი დაიბადა 1973 წლის 25 აგვისტოს სოფელ ტიბაანში. თბილისში სწავლობდა ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში[4][5].
1989 წლის 9 აპრილს (მაშინ ის იყო მე-10 კლასის მოსწავლე) ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. ეკა ბეჟანიშვილი 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა მსხვერპლია[6]. დაკრძალეს 15 აპრილს[7] თბილისის ზღვის სასაფლაოზე.
1991 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი (იხ. ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა).
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[8][მკვდარი ბმული].
ეს საყვარელი ბავშვი კომაროველი იყო.
https://ka.wikipedia.org/wiki/9_%E1%83%90%E...%83%98%E1%83%90 ყველაფერია აქ....
ყველა გმირი.
This post has been edited by sulo on 7 Apr 2023, 21:00