მრავალგზის მითქვამს და დამიწერია, მათ შორის ამ ფორუმზეც, რომ თანამედროვე ცნობიერება არასწორად იყენებს ცნებებს:
- ქართული კულტურა.
- ქართველი/ქართული.
- მულტიკულტურული.
- და ა.შ.
„ქართული კულტურის“, „ქართველის/ქართულის“ მნიშვნელობის შეცვლის მცდელობას დიდი ხნის ისტორია არ აქვს. იგი მატერიალიზმის ეპოქის პიროვნებისეული ტენდენციაა. დედუქციური სიმპტომატოლოგიის ენაზე ეს ნიშნავს „შენ-კულტურის“ ჩანაცვლების მცდელობას „მე-კულტურით“.
აღნიშნული ეპიდემია შეეხო სრულიად საქართველოს:
- კულტურას (სულიერი ცხოვრება: მეცნიერება, ხელოვნება, რელიგია).
- პოლიტიკას (სამართლებრივი რეგულირება).
- ეკონომიკას (სამეურნეო ცხოვრება).
მან მწვერვალს მიაღწია:
- ხელოვნებაში: გალაკტიონის პოეზია.
- მეცნიერებაში: დიმიტრი უზნაძის შრომები.
- რელიგიაში: ინდუქციური სიმპტომატოლოგიის, იგივე საბუნებისმეტყველო მეცნიერების მტკიცებულებების მოხმობის ტენდენცია.
- პოლიტიკაში: ვულგარული იმჰო’იზმი.
- სამეურნეო ცხოვრებაში: გლობალური ფალსიფიკაცია.
მე-კულტურის ეპიდემიამ უკვე მიაღწია პიკს საქართველოში. ახლა იწყება მისი დაღმასვლა, რადგან იგი სრულიად უცხოა და მიუღებელი ქართული კულტურისთვის.
ტრადიციული განმარტებები:
- ქართული კულტურა: სტუმარ-მასპინძლობის კულტურა, იგივე შენ-კულტურა, რომელიც გენეტიკურ ჰაპლოჯგუფებსა და ენებზე მაღლა დგას (ცნობილი მაგალითები არაერთია საქართველოში).
- ქართველი: საქართველოში დაბადებული შენ-კულტურის წარმომადგენელი, მიუხედავად მისი ეთნიკური კუთვნილებისა (ცნობილი მაგალითები არაერთია საქართველოში).
ამ თემაზე უფრო ვრცლად იხ. ჩემი „სეფესიტყვა“, მუხლი 12. ქართველად, კაცნო, ვინა ვსთქვათ?
https://www.facebook.com/notes/vazha-shenen...11346589289169/ This post has been edited by Queeestion on 22 Jan 2020, 20:47