აბაა, ერთი კურტკა მთელი ბავშვობა ეცვა ბავშვს, ისიც თუ გაუმართლა და ოჯახში მასზე უფროსი დედმამიშვილი არ ჰყავდა, თუ არა და მოუწევდა იმის ნაცვამის ტარება. მანქანები სად იყო - ნუცუბიძის პლატოზე შუა ქუჩაში ბურთს ვთამაშობდით, აბა ეხლა გაუშვი ბავშვი ქუჩაში? სკოლის წიგნები ერთი გამოშვება მთელს სამეზობლოს ყოფნიდა, ეხლა ვინ პარსავს ყოველ წელს რომ ახალ-ახალი წიგნებით ხდება სწავლა, ეგეც ამერიკელებია თუ ბანკები?

იაფი იმიტომ იყო ცხოვრება რომ ფული არავის ჰქონდა, ამერიკელების დახმარება არაფერ შუაშია. მაგრამ არც ამდენი საქონელი იყო, სად იყო ამდენი სათამაშო, ამდენი ელ. ტექნიკა, საჭმელი არ ჰქონდა ხალხს და ვისაც თავი ჰქონდა და შნო იმდენი მოჰყავდა რომ მერე იმ კაპიკებში გაეყიდა ისევე და ცოტა ფული მოეგროვებინა.
ცნობისათვის მორგან სტენლის წმინდა მოგებამ 2018 წელს $40მლრდ შეადგინა. ჩვენთან კიდევ მთლიანი საბანკო სექტორის მოგება 1მლრდ ლარს უკაკუნებს, კურსით რომ გადაიყვანო მორგან სტენლის მოგების 1%-იც არ გამოგივა.
წლიურ 2%-ზეა საუბარი ხალხნო, რომელი ბიზნესია დღესდღეობით საქართველოში რომელიც ამხელა მარჟაზე მუშაობს, ნუ გადამრიეთ?