#55751331 · 24 Jan 2020, 09:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
senpai
სანამ ავტობუსების შეცვლა დაიწყებოდა, ქალაქის საავტობუსო პარკში შედიოდა პატარა ბოგდანის 516 და დიდი ბოგდანის 148 ბორტი.
მოგვიანებით სტამბულის მერიამ გვაჩუქა მერსედესის მეორადი 5 ბორტი.
შემდეგ დაიწყო ავტობუსების შეცვლა და პირველ ეტაპზე ჩამოვიდა ლურჯი მანის 144 ბორტი.
მეორე ეტაპზე ამას მოჰყვა მწვანე მანების 90 ბორტი, რომელსაც გზაში წამოეწია ისუზუების 220 ბორტი.
რთული სათქმელია, ახლა სულ რამდენი მოძრაობს, რადგან დღეის დადასტურებული ინფორმაციით კიდევ ოთხ მარშრუტზე უნდა ჩაანაცვლოს ისუზუმ პატარა ბოგდანი ორშაბათს და კიდევ ოთხზე მოგვიანებით და კიდევ ერთ მარშრუტზე მწვანე მანი სავარაუდოდ და ამით დასრულდება ჩანაცვლების ეს ეტაპი მომდევნო ტენდერამდე.
გამონთავისუფლებული დიდი და პატარა ბოგდანები მდგომარეობის მიხედვით ან იჭრება ჯართად, ან რეგიონებს ან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს გადაეცემა. ძალიან რთული სათქმელია, რამდენი ბოგდანია ახლა დარჩენილი, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ყველა მათგანი მოიხსნება საბოლოოდ.
ამჟამად ქალაქში გვყავს 454 ახალი ავტობუსი, 5 მეორადი და უქმად მდგომი ავტობუსი და საწყისი 664-დან ღმერთმა იცის რამდენზე დაყვანილი ძველი ავტობუსი.
|