#55752292 · 24 Jan 2020, 13:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მთავარის სიუჟეტს ვუყურე. სუბელიანის შვილი იყო სასამართლოზე როცა სარალიძემ ყვირილი ატეხა. სუბელიანი ამბობდა ამას : მის მეგობარს ჩაგრავდნენ სარალიძის მეგობრები. ტუალეტში იარაღით აშინებდნენ თუ რაღაც. მერე ამ სუბელიანის მეგობარმა სუბელიანს(ბავშვს) თხოვა დახმარება. სუბელიანმა კალანდიას(ბიძაშვილია თუ რაღაც მასეთი) თხოვა დახმარება იმიტომ, რომ კალანდია იცნობდა მაგ მჩაგვრელებს და მოვგვარდებითო. სასამართლოზე როცა შეეკითხნენ მოუწოდებდა თუ არა კალანდია "საჩეხაოდ წასვლაზე" სუბელიანმა თქვა არაო. არაფერი მსგავსი, პირიქითო. ამაზე ატეხა სარალიძემ ერთი ამბავი.
ეხლა მე რა მაეჭვებს და ყველა უნდა დაეჭვდეს წესით : -თავიდან ყველა(საპარლამენტო კომისიაც) ხო აწვებოდა რო კალანდია "საჩეხაოდ წასვლაზე" მოუწოდებდა ყველას ფეისბუქ მიმოწერაშიო. ხოდა FBI რომ ჩაერია და ფეისბუქმა ეს მიმოწერა წარუდგინა გამოძიებას, გამოჩნდა რომ არაფერი მსგავი კალანდიას მიწერილი არ აქვს არავისთან. სხვაგანაც არ არის ნახსენები მსგავსი რამე.
-მეორე გარემოება რაც სარალიძის წინააღმდეგაა არის ის, რომ კალანდიამ შეარიგა სარალიძე-სუბელიანი და როცა გამობრუნდნენ, ჯანაშიას(სხვა ბრალდებულს) სარალიძემ ესროლა სიგარეტი და შეაგინა. მაგის მერე ატყდა ის ჩხუბი და დაჭრები.
+სუბელიანი ამბობს, რომ ფარდულში სარალიძე დაჭრა ჯანაშიამ(ეგ დამტკიცდა ექსპერტიზით) და ბარბაქაძემ(ეგეც ზის ოღონდ მგონი დადუნაშვილის მკვლელობაზე(ზუსტად არ ვიცი. შეიძლება დანაშაული დაფარვაზე).
ამის პარალელურად ისიც მეეჭვება, რომ სარალიძეს პოლიტიკური მოტივი ქონდეს. მაინც მგონია, რომ პროკურატურა რაღაცეებს ატყუებს/თავ-გზას ურევს.
This post has been edited by WonderWomanNnN on 24 Jan 2020, 13:56
|