#55773377 · 29 Jan 2020, 04:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აგერ ვნახე - სსრკ-ში 1979 წელს საშუალო ხელფასი 148.74 მანეტი იყო.
თუ 4 სულიან ოჯახში ყველა მუშაობდა, ეს ჯამში 600 მანეტს უდრის.
ახლა რომ სამომხმარებლო კალათას ადგენენ - მაშინ კაპიკებად მოცანს. აღარაფერს ვამბობ კომუნალურებზე - შეუდარებლად კაპიკები ჯდებოდა.
დღეს რომ luxury ცხოვრებას ვეძახით, ამის შესაძლებლობაც უამრავი "ლევი" შემოსავლებით ბევრს ჰქონდა, მაგრამ ვერ აჩენდა, საშუალოსთან ერთად, მაგaლითად "თბილისში", დღევანდელ მარიოტში, ან მთაწმინდაზე იჯდა და 6 მანეთიან შამპანურს სვამდა და იგივე მენიუს მიირთმევდა. იქვე სტიპენდია აღებულ სტუდენტებსაც ნახავდით, თითოეულს თუმან თუმანი რომ ჰქონდათ დადებული და 5-6 კაცი სულ ღიღინით შარაფობდა. საჭმელი იაფი იყო.
მოკლედ, ჩვენთვის იყო გამოგონებული. იმას ვეღარავინ ვერ გაიმეორებს. ყველაფერი ფულზე არ იყო დამოკიდებული. თუ მეგობრების კარგ წრეში მოძრაობდი - მშვენივრად იცხოვრებდი, შენი უფულობა დიდად არავის შეაწუხებდა. დღევანდელი გადასახედიდან სასწაულად მოჩანს, მაგრამ ეგრე იყო და მამკალი თუ გინდა.
შაბათ-კვირა აკლებული იყო ქორწილში მიმავალი მანქანების სიგნალებით. ახლა გესმით რამე? ა? ძალიან იშვიათად?
თუ კარგა ხანია მთავრობებს უპიპინებთ?
This post has been edited by altim17 on 29 Jan 2020, 04:58
--------------------
სწავლება, რომ ღმერთი არ არსებობს - ერთადერთი ხსნაა სინდისის ქენჯნისგან.
|