#55771797 · 28 Jan 2020, 21:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა, როცა ქვეყანაში არათანაბარი პირობებია შექმნილი
|
ეკონომიკის განსავითარებლად პირველ რიგში სტაბილურობაა საჭირო. უამრავი ადამიანი არც კი ცდილობს რაიმე საქმის წამოწყებას, იმიტომ რომ ეშინია სახელმწიფო და კერძო "რეკეტი"-ს, ეშინია მონოპოლისტების, ეშინია კონკურენტების.
როგორ გინდა იწვალო წლები რომ შექმნა რაღაცა და მერე ვიღაცა მოგადგეს და წილში ჩაგიჯდეს, ანდაც "შემთხვევით" ხანძარი რომ გაუჩნდეს შენს საწყობს, თუნდაც დაზღვევა გქონდეს, წლებს ვერავინ დაგიბრუნებს.
ამიტომ ყველა მარტივ ბიზნესზეა გადასული - იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად, მორჩა.
ადგილობრივ წარმოებას სერიოზული მუშაობა სჭირდება და არა მარტო ფინანსები, ორგანიზება უნდა, ხალხის თავმოყრა, მუშაობა, ნელ-ნელა გაფართოება. რატომ, როცა მარტივად ჰა-ჰა ორი-სამი კაცი უნდა თურქეთ-აზერბაიჯან-სომხეთში გადასვლას და იქიდან წამოღებას და აქ უფრო ძვირად გაყიდვას?
This post has been edited by Lilith on 28 Jan 2020, 21:25
--------------------
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ
|