თოფჩიშვილი ორგან წერს:
ჩვენ არაფერი ვთქვით აისორებზე (ასირიელებზე), სპარსელებზე, ქისტებზე, ლეკებზე, ბულგარელებზე, ბოშებზე. აისორები 1886 წელს თბილისის გუბერნიის მოსახლეობის 0,03%-ს შეადგენდნენ, ქისტები _ 0,30%-ს, ლეკები 0,01%-ს. სპარსელები ქუთაისის გუბერნიაში იყვნენ აღრიცხული (1299 სული, რომელთაგან მხოლოდ 51 იყო ქალი).
ქისტები პანკისის ხეობაში XIX საუკუნის შუა ხანებში არიან გადმოსახლებული ჩაჩნეთიდან და ინგუშეთიდან. გადმოსახლებისას ისინი მართლმადიდებლებად მოინათლნენ, რამაც განაპირობა მათი ქართულსუფიქსიანი გვარები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პანკისელი ქისტები მაჰმადიანობას დაუბრუნდნენ.
(გვ.59)
ასეთი იყო ზოგად ხაზებში რელიგიურ-კონფესიური სურათი ისტორიულ საქართველოში. XX ს-ში არსებული ვითარება კვლავ შეიცვალა და მისი ცალკე შესწავლაა საჭირო. თუმცა, სრული სურათის დახატვა გაჭირდება, რადგან საბჭოთა ხელისუფლება კონფესიური თვალსაზრისით სტატისტიკურ მოაცემებს არ აწარმოებდა. მხოლოდ ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ XX ს-ის 40-იან წლებში საქართველოდან გაასახლეს ქართველი მაჰმადიანები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ თურქებად აღრიცხა. ამავე პერიოდში ქართველი მონოფიზიტების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მართლმადიდებლობას დაუბრუნდა; სომხურ-კათოლიკურ ეკლესიაზე მიწერილი ქართველი კათოლიკეები რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მრევლნი შეიქმნენ. სტატიაში არაფერი ვთქვით ქისტებზე, რომლებიც პანკისის ხეობაში XIX ს-ის შუა ხანებში გადმოსახლდნენ ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან. გადმოსახლებისას ისინი მართლმადიდებლებად მოინათლნენ, რამაც განაპირობა მათი ქართულსუფიქსიანი გვარები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პანკისელი ქისტები მაჰმადიანობას დაუბრუნდნენ.
(გვ. 82)
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/3...uliEtiudebi.pdfეთნოისტორიული ეტიუდები
როლანდ თოფჩიშვილი
თუმცა უფრო კარგად ერკვევა რელიგიურ საკითხებში პაპუაშვილი:
თანამედროვე საზოგადოების მძაფრ ინტერესს პანკისის ხეობის (ახმეტის რაიონის) ქისტები იწვევენ. ეთნიკურად და ენობრივად ისინი ჩეჩნების მონათესავე ტომია და XIX სის შუა წლებამდე ახლანდელი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ.
ჩეჩენ-ქისტები უფრო მეტად სოფლურ (პაგანიზებულ) ქრისტიანობას მისდევდნენ, თუმცა ჩანს, რომ ადრე იქ ეკლესიურ-კანონიკური ქრისტიანობაც საკმაოდ ფესვგადგმული ყოფილა. როდესაც ჩრდილო კავკასიას რუსეთის ჯარები მოადგნენ, ადგილობრივმა ტომებმა ყურადღება ისლამის მიმართ გაამახვილეს, რადგან მისი დროშის ქვეშ ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნებას და რუსებისაგან თავის მოზღუდვას ცდილობდნენ. 1785 წლის გაზაფხულზე ჩეჩნეთში შეიხი მანსური, ადრინდელი, მწყემსობისდროინდელი სახელით, - უშურმა, გამოჩნდა. რუსების წინააღმდეგ მან ჰაზავათი (საღვთო ომი) გამოაცხადა და მხარის ისლამიზაციის პროცესი გაააქტიურა. ქისტები, რომლებიც პანკისის ხეობაში XIX ს-ის 20-30-იან წლებში ჯგუფ-ჯგუფად ჩამოსახლდნენ, მეტწილად ქრისტიანები იყვნენ. გაშენდა სამი სოფელი, რომელთაგან ერთში, დუისში, მუსლიმანები ცხოვრობდნენ, ორში, ჯოყოლოსა და ომალოში - ქრისტიანები. უცნაურია, რომ ისინი, თითქმის მასობრივად, XX ს-ის შუა წლებში, კომუნისტური რეჟიმის პირობებში, გამუსლიმანდნენ. მათ შორის ისლამის, უფრო ზუსტად, - სუნიზიმის ის სახეობა დაინერგა, რომელიც XIX ს-ის 60-იან წლებში ჩეჩენთა რელიგიურმა ლიდერმა შეიხმა ქუნთ-ჰაჯიმ ჩამოაყალიბა. მას ზიკრულლახი ანუ, მეორენაირად, ზიქრიზმი ეწოდება. „ზიქრ“ არაბული სიტყვაა და „ხსენებას“ ნიშნავს.
http://gelati.edu.ge/wp-content/uploads/20...9A%E1%83%98.pdfმსოფლიო რელიგიები საქართველოში
ნუგზარ პაპუაშვილი
ის კი აღსანიშნავია, რომ პანკისელები ლაპარაკობენ ყველაზე გამართული ქართულით ქვეყანაში. პანკისელი გლეხიც კი უკეთესი ქართულით მეტყველებს, ვიდრე თბილისელი არათუ რიგითი მოქალაქე, არამედ პოლიტიკოსებსა და ინტელექტუალებსაც კი არ უდებენ ტოლს.
ძალიან მაგარი ფენომენია ესა, მაგრამ უმრავლესობა ამას ვერ ხედავს, იმიტომ რომ ამის დასანახავად წიგნიერება რომ ჰყოფნიდეს, მაშინ თვითონაც ხომ უკეთესი ქართულით ილაპარაკებდა ))
This post has been edited by griankali on 28 Jan 2020, 17:23
რუსეთი უნდა დაინგრეს.