იმავე ოპერიდან არის. ფბ-ზე ვნახე.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=268...&type=3&theater...
როცა გახმაურდა, რომ ახალგაზრდები მანქანით მოცურდნენ და წყალში გადაცვივდნენ, ალბათ, (ჩემსავით) იფიქრეთ, რომ სადღაც ხრამში, ადიდებულ მდინარეში გადაეშვნენ. ვამბობდით იმასაც, რომ ნასვამები იქნებოდნენ.. რომ საჭეს გადაჭარბებული სისწრაფით მართავდნენ... აბა ისე როგორ იქნებოდა..?!
სინამდვილეში, ამ ბიჭებისთვის სიცოცხლე არც ციცაბო კლდეს, არც ბობოქარ მდინარეს, არც ალკოჰოლს და არც სისწრაფისკენ მიდრეკილებას წაურთმევია... საკუთარი ეზოების, ჭიშკრების წინ გამავალ არხში ჩაცვივდნენ, რომლის ბეტონის დამრეცი კედლები სულ რაღაც ექვსი მეტრის სიმაღლისაა, წყალი კი უზარმაზარი სიკვდილის ხახისკენ (შვიდ-კილომეტრიანი გვირაბი ერთვის არხს, სადაც ბიჭები ჩაცვივდნენ) საკუთარი ფეხით მიმავალ, დინებასთან მებრძოლ აკოს, რომელიც შველას ითხოვდა, თურმე, მხოლოდ მკერდამდე სცემდა.. საკუთარი ფეხით რატომ კილომეტრი არ გაიარა და უბრალოდ, ერთი პატარა ხელჩასაჭიდი, ერთი პატარა რკინის ნაგლეჯი ვერ იპოვა ზედ საკუთარი სიცოცხლის დროებით მისამაგრებლად.. კიბეზე, უშუალოდ გვირაბის შესასვლელთან ჩამაგრებულ რკინის ბოძებზე (რომ იქ ადამიანი ფიზიკურად ვეღარ გაეტიოს) და მსგავს „ფუფუნებაზე“ აღარაა საუბარი..
უბრალოდ, მიწაზე დადებული იყო ( და არა ჯეროვნად ჩამაგრებული) ფილა, რომელსაც თორნიკეს Fit-ი დაეჯახა.. დადებულმა ფილამ ვერ გაუძლო ამ სხვა მსუბუქ მანქანებზე ბევრად უფრო მსუბუქი ავტომანქანის დარტყმას და...
25 წლის აკაკუნა (სხვანაირად, უბრალოდ, არც სახლში და არც გარეთ არავინ ეძახის აკაკის რომლის უკვე მიცვალებულის ვარდისფერი ლოყები დარჩა ჩემთვის ძალით განადგურებული სიცოცხლის მარადიულ სიმბოლოდ) 29 წლის თორნიკე ჭიჭინაძე და 62 წლის ჯონი კვირიკაშვილი აგების დღიდან (1956 წელი) დღემდე ლაჯანურჰესის მეორმოცე მსხვერპლი აღმოჩნდნენ. სწორად კითხულობთ.. მეორმოცე.. არხის, რომელიც ჭიშკრებს შორის გაედინება და ათეული წლების მანძილზე მის კიდეებზე იზრდებიან ბავშვები..
შიშში.. შიშში.. შიშში..
ასე რომ, ამბის მთავარ პერსონაჟს ჩვენ დიდი ხანია კარგად ვიცნობთ და მას სახელად გულგრილობა ჰქვია... გულგრილობა ერთი, ორი, ათი.. დაბალი თუ მაღალი რანგის ადამიანების.. გულგრილობა - ყველაზე საზარელ და შეუწყნარებელ დანაშაულად რომ მიმაჩნდა ყოველთვის...
This post has been edited by griankali on 2 Feb 2020, 21:39
რუსეთი უნდა დაინგრეს.