მხარგრეძელი ორია ზაქარია და ივანე. ზაქარიასთან პრეტენზია არავის ქონებია. მაგრამ გარდაიცვალა. მისი ძმა ივანე კიდევ მსახურთუხუცესი იყო.  ზოგადად ორ შტოდ იყვნენ გაყოფილები ზაქარიას შტო დ აივანესი.
ზაქარია რომ გარდაიცვალა ივანემ თამარს თხოვა  სპასალარის თანამდებობდა და მიიღო 1207 წელს.
რითი გამოიჩინა თავი ძია ივანემ?-ივანე  ხელმძღვანელობდა ყველა სამხედრო ოპერაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ. მან ჩაახშო დიდოელთა და „ყოველთა მთეულთა“ ამბოხი/ ანუ ამბოხი  ჩოუხშვია , მალადეც. სხვა რა აქვს გაკეთებული?
ლაშა გიორგიმ განჯაში ილაშქრა, საალყო ოპერაცია ივანე ათაბაგის დაუკითხავად დაგეგმა და ჩაატარა, რამაც ივანე ძლიერ გაანაწყენა და მეფეს საყვედური უთხრა. ლაშა გიორგი შემდგომშიც ცდილობდა შეეკვეცა ყოვლისშემძლე ათაბაგის უფლებები და მისგან დამოუკიდებლად გადაეწყვიტა სახელმწიფო საქმეები. საბოლოოდ, ლაშასაგან განაწყენებული ივანე ათაბაგი და მასთან ერთად მსახურთუხუცესი ვარამ გაგელი სამეფო დარბაზს ჩამოშორდნენ.
ეხლა ვინ ედგა  ლაშას გვერდზე -გიორგი ლაშას მარჯვენა  ხელად ახლდა ხლათსა და კარნუ-ქალაქზე ლაშქრობისას  , ამის შემდგომ კეჩროლის  დასაპყრობად წარგზავნა მეფემ შალვა ახალციხელი.წავიდა შალვა,აიღო კეჩროლი და  მოაქცია იგი ქართულ სამფლობელოთა სამანეში. და სწორედ მაშინ განეფინა ქვეყანაზე საქებელი შალვა ახალციხელისა: ,,არვინ არს კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და  მეომარი“...
ამის შემდეგ კვდება ლაშა გიორგი. 
მეფდება რუსუდანი და -''რუსუდანს ეპყრა სამეფო ივანეს ზედამდგომელობით, რომელსაც ათაბაგი ეწოდებოდა“ ანუ გამოძვრა ივანე და იმაზე მეტი გავლენა მოიპოვა ვიდრე ადრე. ნეტა ლაშას გასტუმრებით საიქიოს ხომ არა.
მარა აგერ ივანეს და შალვას შედარება ერთი დ აიგივე სიტუაციაში.
''მონღოლთაგან დამარცხებულმა და შევიწროებულმა ყივჩაყებმა  დაუოკებელი მოწოლით დარუბანდის კარები გამოარღვიეს და საქართველოს ქვეშევრდომი  შირვანის მთა-ბარს მოედვნენ და მოენთნენ. ყაბალა აიღეს და განძამდე მოატანეს  ძარცვითა და ტყვევნა-ჟლეტით. განძის ამირა, ქუშხარა, მოყვარულად შეხვდა
მომთაბარეებს. მან ყივჩაყები ქილქუნის მიდამოებში დაასახლა. ალბათ, მათთან კავშირით  განძელი ამირა ქართველთა ბრძანებლობისაგან თავდახსნას აპირებდა.მომთაბარე მძარცველ  ურდოს ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ შეეძლო და ყივჩაყები საქართველოსკენ წარმოიმართნენ საძარცვად.
გაეგება ათაბაგი და ამირსპასალარი ივანე მხარგრძელი  მტერს, მაგრამ დამარცხდა და უკუიქცა იგი. მდიდარი ნაძარცვითა და ნატყვენავით დატვირთულმა და ქართველთა მოულოდნელი მარცხით გათამამებულმა ყივჩაყებმა ქუშხარას  გამაფრთხილებელ რჩევას არ დაუჯერეს და ხელმეორედ და უფრო გულმოცემულად წამოვიდნენ  საქართველოსკენ.ახლა კი შალვა ახალციხელი უჩინა სარდლად ლაშქარს რუსუდან
დედოფალმა.და შეაგება შალვამ ქართველები ყივჩაღებს. და  შეიბნენ.
ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი მაოხრალი.მრავალი ყივჩაღი  გაწყვიტეს, ბევრი ტყვედ აიყვანეს ყივჩაღთა ბელადმა ძლივს გაასწრო სიკვდილს და  თავლაფდასხმული დაბრუნდა ქილქუნის ბანაკში.აქედან მან ქუშხარს კაცი მიუგზავნა,  მასთან შეხვედრა და ქართველთა წინააღმდეგ ერთიანი ძალებით გასვლა ითხოვა. უკვე  ქართველთა გამარჯვებით დამფრთხალმა განძელმა უარით უპასუხა:ჩემი რჩევა თავის დროზე  არ დაიჯერეთ და რაც დაგემართათ, თქვენს თავსვე დააბრალეთო. მაშინ ყივჩაღებმა  ადგილობრივ მუსულმანთა ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს, აგრამ ქართველებმა აღარ დააცადეს. შალვა ახალციხელს ომის ჟამს პაუზები არ უყვარდა და უწყვეტი იერიშებით მიაწვა მტერს.  ყივჩაღები ისევ იძლივნენ და უკუიქცნენ ჩრდილოეთისკენ.კვალში ჩაუყენა შალვამ  ქართველები და შირვანელები გაქცეულ მტერს. აუარებელი ყივჩაღი გაწყვიტეს, ან დაატყვევეს. შირვანისა და დარუბანდის ბაზრებზე ტყვე-ყივჩაღი ჩალის ფასად იყიდებოდა."
ჩაიჯვავდ აივანე გაუშვებდნენ შალვას . ეგრე იყო და. ხოდა  შალვას რომ სპასალარობა დაერტყა, ივანე ახალციხელი. მანდატურტუხუცესი გახდებოდა და შეეკვეცებოდა ფრთები მხარგრძელებს. აქედან მოდი მაგათი შური და ბოღმა ახალციხელების მიმართ..
ხო და კიდევ -გარნისის ბრძოლის შემდეგ ივანე ათაბაგი ისევ თავის რეზიდენციაში – ბიჯნისში – გაბრუნდა. ბიჯნისის სიახლოვეს შეხვდა იგი ჯალალედინს, რომელმაც მას წამოუყენა თავისი პირობები – ქორწინება რუსუდან მეფეზე, რათა მოახლოვებულ მონღოლებს ერთად აღდგომოდნენ წინ. ივანემ რუსუდანს კაცი გაუგზავნა და სულთნის დანაბარები შეატყობინა. რუსუდანმა ეს შეთავაზება, რასაკვირველია, განხილვის ღირსადაც არ ჩააგდო და უარი შეუთვალა, რის შემდეგაც ჯალალედინი თბილისზე წამოვიდა.
დაჭრდებოდა და უარს რამეზე იტყოდა ხო იცი.
და რა ვიცით იქნებ მანამდეც ქონდათ კონტაქტი ძია ივანეს და დიად სულთანს
 This post has been edited by მაოძედუნი on 8 Feb 2020, 21:52
  This post has been edited by მაოძედუნი on 8 Feb 2020, 21:52