#55833235 · 12 Feb 2020, 15:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არმეძებო kardinali100 ორივე ერთნაირი სიჯიუტით ამტკიცებთ საპირისპიროს, ამიტომ გიწოდეთ ერთი მედლის ორი სახე, ანუ ორი უკიდურესობა. არ მგონია მე ევსაქები ივანიშვილთან ალიანსში. ადრე, საჯაროდ კი სთავაზობდნენ რაღაც გარანტიებს, შეიძლება რაიმე გარიგებაზეც წასულიყვნენ, ისევე როგორც ბევრი სხვა პარტია, მაგრამ ივანიშვილის ბოლო ქმედებებმა გამორიცხა მასთან ყველანაირი ალიანსი. წარსულ ცოდვებს რაც შეეხება, არც ეგაა ბეჭედ დასმული ფაქტი. პარტიის გაყოფამ, ორივე განაყოფის ურთიერთკინკლაობამ, ივანიშვილისთვის ნებსით, თუ უნებლიედ მიცემულმა პროფიტმა გამოიწვია ეს ვარაუდები. აწმყოს რომ დავუბრუნდეთ, ბატონმა ექსპერტმა მხოლოდ ივარაუდა , შეიძლება ივანიშვილი უგულავას, როგორც მოლაპარაკების ყველაზე აქტიური მომხრის განეიტრალებით და ბოკერია-ჩერგოლეიშვილის დატოვებით სათამაშო მოედანზე იმედოვნებს ოპოზიციის ერთიანობისთვის ზიანის მიყენებასო ამიტომ დავწერე ახია ჩერგოლეიშვილზე და მის მეუღლეზე ასე რომ ფიქრობენ მათზეო. ყველას ეხება ისე, ვინც საერთო ინტერესებზე წინ საკუთარ ამბიციებს წევს.
იმედია გაიგეთ.
--------------------
Don’t argue with idiots because they will drag you down to their level and then beat you with experience.
Never argue with a fool; onlookers may not be able to tell the difference.
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.
|