#55833234 · 12 Feb 2020, 15:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Chezaro
მიზანშეწონილობაზე გითხარი რასაც ვფიქრობ, და მგონი არც თუ ისე ბუნდოვნად.
სიმართლე გითხრა, ვერ დავინახე ვერანაირი ინდივიდუალიზმი შენს პოსტში და იქნებ უფრო დააკონკრეტო სათქმელი.
ვის ინდივიდუალიზმს გულისხმობ? კაი მიშა რომ წავიდა და რა ჩამოდის, ეგ ტაქტიკაა და მართლდება, ისე, როგორც ბევრი ცალკეული პიროვნებს შმთხვევაში. მაგრამ ხალხის სიჩუმეს "სიბრძნეს" რომ უწოდებ, მანდ დამთავრდა ყველაფერი. გამოთქმის შინაარსიც რომ მთელ ქვეყანას არასწორად ესმის, ეგეც კონფორმიზმი და თავის მართლების გზაა.
ამ სიჩუმემ ჩაგვაგდო ჭაობში და ეს სიჩუმე და დაქსაქსულობა არა ინდივიდუალიზმით, არამედ მკვეთრი კლანური და ოჯახური კოლექტივიზმითაა გამოწვეული. და ადამიანს თვისი პიროვნების სივრცე, რომ არ ესმის, ის ბრძენი ვერ იქნება და ასეთი ადამიანებისგან შექმნილ ქვეყანასაც შესაბამისი სიბრძნის გურუც ყავს.
გაეცალე, მაგრამ სად მიდიხარ, ძალიან მაინტერესებს??
|