მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.
ამ ინფორმაციას ნეტგაზეთს თავად აბაზოვი უდასტურებს და ამბობს, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა პროკურატურასაც. უწყება ამბობს, რომ ჩაგვბარდება სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, გადაწყვეტილებას აპელაციაში გაასაჩივრებენ.
აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.
რადიო მარნეულმა და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელეს ცნობა, რომ მარნეულში ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.
მათ თანახმად, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, ეს კადრები ფეისბუკზე მესამე პირმა ატვირთა, მოგვიანებით კი სხვადასხვა ფეისბუკ-ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული გინების გამო. გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.
როგორც სათემო რადიო წერს, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც. თუმცა თავად აბაზოვმა უარყო ცნობები და განაცხადა, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა.
აბაზოვს ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, ის 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
https://netgazeti.ge/news/426629/?fbclid=Iw...HQriYo3mE6s-pTY 
კაროჩე რა ცავატანემ. იქა სომეხმა პაკისტანელი მოკლა და დაიჭირეს. არ არის ეს სომხებზე ზეწოლა?
This post has been edited by ლევონ on 12 Feb 2020, 18:59