#55853952 · 17 Feb 2020, 17:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კახეთში მხოლოდ სამი ვიცი ასეთი ქარხანა, ერთია სერპანტინი ყველაზე დიდი და შედარებით სხვებთან კარგად აღჭურვილი ქარხანა, მეორეა შპს გზამშენი 2005, ასევე დიდი მოცულობის მაგრამ უფრო ძველი აღჭურვილობით და თელავის საგზაო სამმართველო, მცირე და ძველი ქარხანა. სერპანტინი ამ ბოლო სამ წელიწადში უფრო ნაკლებად იყო დატვირთული ვიდრე გზამშენი 2005, ამის გადამოწმებაც შეუძლიათ ამ სტატიის ავტორებს, რაც შეეხება საგზაო სამმართველოს, მას თუ რაიმეს მოაგებინებენ, მხოლოდ ორმოების ამოვსებას და გზებზე მარილის მოყრას, ესეც ქვეკონტრაქტით. ხო, კიდევაა წინანდალში ძალზედ მცირე მინი ქარხანა, მაგრამ ის დიდ საქმეებს ვერ წვდება, მასაც აძლევენ მცირე საქმეებს. ახლა მაინტერესებს, არის სხვაგან სადმე კახეთში დიდი ასფალტის ქარხნები, მე მართლა არ ვიცი და თუ არის და შეუძლიათ მუშაობა, მაშინ კი ბატონო, თორემ არც ერთია ჩემი, არც მეორე და არც მესამე, პირიქით სერპანტინთანაც და გზამშენთანაც სულ წინააღმდეგობები მქონია რაც მე მათთან შეხებაში ვიყავი
|