როგორღაც შევძელი და მოვუსმინე...
დასკვნა: ტვინის ის რუდიმენტიც კი, რაც გააჩნდა, ან სულ ბარკლებში წასვლია, ანდაც ,,ბათინკებში'' (თუმცა არც არასდროს გამოირჩეოდა ტვინით)...
სრული შეუსაბამობა ცნებებს - შიშსა, სიყვარულსა და მონობას - შორის (უნდა იცნობდე ამ მცნებებს. როცა არ გაგაჩნია და არ გამოგიცდია, ვერც იმსჯელებ).
ან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით რეები ილაპარაკა, ანდაც ერზე და საზოგადოებაზე...
დაწვრილებით ახსნა-განმარტება მეზარება და არც ხალისი მაქვს იმისა, რომ ერთ-ერთი მორიგი ფსევდოჟურნალისტის ბოდიალი გავარჩიო.
მე მგონი, მთელი მისი ბჟუტურის აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ საკუთარი თავი ღმერთის მეგობრად წარმოეჩინა,
და არა მის მოშიშად, ან მონად...
ეს იყო მთელი მისი ე.წ. მონოლოგის არსი.