კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 6-12 დღე. როდესაც ვირუსის გადაცემა ხდება ადამიანიდან ადამიანზე ინკუბაციური პერიოდი არ აჭარბებს 5 დღეს. უფრო ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით ხასიათდება ცხოველიდან ადამიანზე გადაცემული ვირუსი. კორონავირუსის სიმპტომები ჰგავს პნევმონიის და მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებს. დავუშვათ ადამიანს აქვს ქვემოთ მოყვანილი სიმპტომები. როგორ უნდა გაიგოს მან აქვს თუ არა კორონავირუსი? - კორონავირუსის გამორიცხვა, ისევე როგორც დადასტურება ხდება მხოლოდ ლაბორატორიული გზით. თუმცა აღსანიშნავია რომ არსებობს რისკ ჯგუფები. თუ პირი იმყოფებოდა ინფექციის კერაში ან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან და ამ შემთხვევიდან 5 დღეში გაუჩნდა მსგავსი სიმპტომები, კორონავირუსით ინფიცირების შესაძლო არსებობის ალბათობა იზრდება.
კორონავირუსის სიმპტომები:>>ცნობიერების დაკარგვა
>>მშრალი ხველა
>>ცხელება(38°C და მეტი)
>>სუნთქვის გაძნელება
>>გულმკერდში ტკივილი
>>თავის ტკივილი
>>კუნთების ტკივილი
>>ზოგადი სისუსტე
ვირუსით დასნებოვნების პრევენციის გზები>>ხელები დაიბანეთ საპნით
>>ნუ შეეხებით თვალებს, პირს და ლორწოვან გარსებს ჭუჭყიანი ხელებით
>>მოერიდეთ ახლო კონტაქტს ვირუსით ინფიცირებულებთან
>>ხშირათ ჩაატარეთ დეზინფექცია სველი წესით
>>თუ მოგზაურობას გადაწყვეტთ გადახედეთ ეპიდემიოლოგიურ რუკას
>>გამოიყენეთ დამცავი ნიღბები
>>სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს
კორონავირუსის გავრცელების რუკა/წარო» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by GeorgeSurgeon on 26 Feb 2020, 23:27