საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 3 შემთხვევა. სამივე შემთხვევაში ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კორონავირუსის სიმპტომები
* ცხელება
* ხველა
* ჰაერის უკმარისობა
იწყება ცხელებით, რასაც მოჰყვება მშრალი ხველა.
პრევენცია:
* მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, რომლებიც არიან ავად.
* მოერიდეთ ცხვირზე, პირზე და თვალებზე ხელით შეხებას.
* დაცემინებისას ან დახველებისას გამოიყენეთ ხელსახოცი და შემდეგ გადააგდეთ.
* დაასუფთავეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ნივთებს, რომლებსაც ხშირად ეხებით.
* დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით ნიღბები არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც არ აქვს სიმპტომები. ნიღბები უნდა გამოიყენონ მათ, ვისაც აქვს კოვიდ19-ის სიმპტომები.
* დაიბანეთ ხელები ხშირად, საპონითა და წყლით, რეკომენდირებულია 20 წამის განმავლობაში. თუ წყალი და/ან საპონი არ გაქვთ, გამოიყენეთ მინიმუმ 60%-იანი ალკოჰოლის შემცველობის სადეზინფექციო საშუალება.
ამ დროის მონაცემებით ფიქსირდება კორონავირუსის 85 721 შემთხვევა.
გარდაცვალების რიცხვი: 2 933
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა: 39 797
კორონავირუსის მქონეთა აქტიური რაოდენობა: 42 991
სტაბილურ მდგომარეობაში მყოფთა რიცხცი: 35 173 (82%)
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფთა რაოდენობა: 7 818 (18%).
განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:
https://www.worldometers.info/coronavirus/7 იღბლიანი ციფრია.
იმედისმომცემ სიახლეებსა და ჯანმრთელობას გისურვებთ.