ქართულ პოლიტიკას აქვს რამდენიმე სტატიკური ცვლადი, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ არჩევნების შედეგს:
1) მართლმადიდებლობა როგორც იდეოლოგია და დაუწერელი "კონსტიტუცია"
2) პროდასავლური / პროამერიკული კურსი, როგორც დეოკუპაციის ხელსაწყო..
3) "სისხლიანი 9 წელი"
4) ბნელი 90-ები
5) არა რუსეთს ეი როდესაც არსებობს პინკ ფლოიდი - ნუ მატენი ალა პუგაჩოვას
ნუ მიმდევრობას და შესაბამის პრიორიტეტებს არ აქვს მნიშვნელობა.. მთავარია ის ელემენტები, რომლებიც ზემოქმედებენ არჩევანზე და შეგვიძლია მოვნათლოთ -> ლეგიტიმაციის წყაროდ..
ქართული ოცნება ცდილობს ამ ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე ცვლადის დალაგებას და გამოყენებას ისე, რომ შეიქმნას "იდეალური პარტიის" იმიჯი... პრინციპში ამას აქამდე ახერხებდნენ კიდეც..
მეორე ბანაკი ეი ნაცები - პირველ და მესამე პუნქტებში ცუდად არიან.. ნუ იქ მიშა ცდილობს პირველი გამოასწოროს და ბოკერია ცდილობს მესამეს ჭრილში მხოლოდ "პროგრესის" და "ეკონომიკის" კუთხით წარმოჩინდეს და არა ბაჩოდ თუ ვანოდ, მაგრამ ჯამშI ეგრეა ანუ თუ ნაცებს დავარქმევთ: ოპოზიციას მინუს -> ლელო და პატრიოტთა ალიანსი...
ამ კუთხით დიდი პერსპექტივა აქვს ლელოსაც ეი ჯერ-ჯერობით პატივცემული მამუკა & CO ყველა კომპონენტს აკმაყოფილებენ..
შესაბამისად კიზინჯერი იქნება თუ დონალდ ტრამპი თუ კოლექტიური ამერიკელი ერი AKA ძიაძია სემი, რომელიც ხაზს გადაუსვამს ოცნებას მეორე / მეოთხე / მეხუთე პუნქტის თვალსაზრისით ეი ეჭვი ან კითხვები კი არ იქნება (როგორც აქამდე), არამედ ღია და მკაფიო მესიჯი - ამათთან ჩვენ არ ვძმაკაცობთ - ეს აუცილებლად თავის საქმეს გააკეთებს არჩევნებზე და არამარტო..
ამიტომ სიურპრიზი სწორედ ეს შეიძლება იყოს და არა ბომბები თუ სანქციები თU პამპერსებით დატვირთული გემის შემოსვლა ბატუმის პორტში

რაც შეეხება ასეთი განცხადების ლეგიტიმურობას.. მე ვფიქრობ რომ ამერიკას აქვს უფლება ქართველ ხალხს ღიად გადასცეს თავისი მესიჯი და დიპლომატიის თუ ბიუროკრატიის ჩარჩოებში არ დატოვოს ეს ყველაფერი, რომ მერე ბოკერიას თუ სამადაშვილის განმარტებები არ ვისმინოთ და მაინც ეჭვებში დავრჩეთ, იქნება და ამერიკა მთლად ასეთი კრიტიკულიც არ იყოსო..
რაც უფრო ღიაა და მკაფიო მესიჯი - მით უფრო იოლია რიგითი ამომრჩევლის დონეზე მისასვლელად და პირიქით..
რაც შეეხება კითხვას - იმსახურებს თუ არა ოცნება / საქართველო ასეთ განცხადებებს -> ვიტყოდი რომ მთავრობას ჰქონდა და აქვს ყველანაირი ბერკეტი ამ ტიპის განცხადებების შესაჩერებლად.. უბრალოდ საჭიროა პოლიტიკური ნება, სურვილი და იდეოლოგიური თანხვედრა..
და თU არც პოლიტიკური ნებაა, არც სურვილი და არც იდეოლოგიური თანხვედრა -> მაშინ მათ არ აქვთ ქართველი ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია (ჩვენ არ აგვირჩევია პუგაჩოვა - ჩვენ ავირჩიეთ პინკ ფლოიდი

) და შესაბამისად კიზინჯერს აქვს უფლება - ასეთი ღია ტექსტები გამოაგზავნოს..
ეი ქართველი ხალხი არ ღიზიანდება, იმიტომ რომ ამ განცხადების ადრესატები არ აურჩევია და არც არასოდეს აირჩევს.. პუგაჩოვას თუ დედის ტრაკს აგინებს ვინმე, ჩემს სახელმწიფოს ან მის რეპუტაციას რანაირად ეხება..
და მე თუ მატყუებენ, პინკ ფლოიდის დისკს მაძლევენ და ზედ ალა პუგაჩოვას ბაიათებია ჩაწერილი - მადლობის მეტი რა მეთქმის პატივცემული კიზინჯერის მიმართ, რომელიც სიმართლეს მაგებინებს და მაფრთხილებს - არ მოტყუვდეო..
ამაშია საქმე...
This post has been edited by DATOIA on 3 Mar 2020, 20:43
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი