#55945596 · 7 Mar 2020, 14:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
qitesa___
QUOTE | განზე მდგომებისგან, მათი მოტივების და მოდუს ოპერანდისგან დამოუკიდებლად, სარგებლობს ხელისუფლება. |
ეს მცდარი მოსაზრებაა.
Redemption*
QUOTE | რითი განსხვავდება ამერიკული ამჟამინდელი "ცივილიზაცია" ან მისი გეზი ევროპულისგან? |
QUOTE | გულისხმობთ რომ ევროპა აწვება თანაბართა თანაარსებობას და სუვერენიტეტს, მაშინ როცა ამერიკა აწვება ისევ ერთპიროვნულ დომინაციას? |
მე ვგულისხმობ იმ გარემოებას, რომ ევროპაში შეიცვალა სახელმწიფოებრიობი ტიპი - შეიქმნა ნაცია-სახელმწიფოები, ხოლო ამერიკაში გადავიდნენ ისინი, ვისაც ლევიათანის იდეა არ მოეწონა და, შესაბამისად, შეეცადა ანტიკური ტიპის სახელმწიფოებრიობის, პოლისებისა და კანტონების ფედერაციის რეგენერაციას.
QUOTE | ევროპულ მარცხში რა მოიაზრება? ამ შემთხვევაში კულტურულ-ცივილიზაციურ ასპექტზეა საუბარი როგორც ვხვდები. |
ევროპელების მარცხი ჯერ ფაქტი არაა, მაგრამ ამერიკელების ძალისხმევით არაევროპულ საზოგადოებებში რეალურად განხორციელდა ევროპულობის რედეფინიცია.
|