mexicoჩემი აზრი მოკლედ და გასაგებად: მხოლოდ ფული და ვაჭრობა არაა საკმარისი იყო ჰეგემონი. ან კოლეგები შეგჭამენ ან ველურები ან ორივე ერთად
პ.ს ამ თემას ოთხი ნაწილი აქვს + ერთი კიდევ ისტორიის განყოფილებიდან.
სამხედრო საზღვაო ფლოტის შენება იმ დროს ერთ-ერთი ურთულესი და ძვირადღირებული სიამოვნება იყო, მაგრამ მხოლოდ სამხედრო გემი არ იყო საკმარისი, საჭირო იყო შესაბამისი დისციპლინით გაწვრთნილი და მომზადებული პირადი შემადგნელობა (მეზღვაურები და საზღვაო ქვეითები) + საზღვაო არტილერია + სამხედრო საზღვაო ინჟინერია + საზღვაო და სახმელეთო ნავიგაცია და უმთავრესი საზღვაო ომების წარმოების ტაქტიკა (უშუალოდ ბრძოლის ველზე ფლოტის და ფლოტილიის გამოყენების)
კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, 1453 წელს, სულთანმა მეჰმედ II-მ (მეფობდა 1444–1446 და 1451–1481 წლებში) დააარსა იმპერიული ნავსაშენი "ოქროს რქის" ყურის მეორე მხარეს, კონსტანტინოპოლის პირდაპირ, ყოფილი გენუელთა უბანში — გალათაში. სავარაუდოდ, იგი აშენდა იმავე ტერიტორიაზე, სადაც ადრე გენუელთა „ძველი ნავსაშენი“ (vetus tersana) მდებარეობდა.
ახალი არსენალის მშენებლობა დასრულდა მეჰმედ II-ის მემკვიდრის, ბაიაზიდ II-ის (1481–1512) მმართველობის დროს. თუმცა, 1513–1514 წლების ზამთარში, სულთანმა სელიმ I-მ (1512–1520) წამოიწყო მისი მასშტაბური გაფართოება, რისთვისაც სახელმწიფო ხაზინიდან გამოიყო 200,000 დუკატი.
გემთმშენებლობის ნავსადგურებთან ერთად აშენდა დახურული მშრალი დოკები, რათა ზამთრის პერიოდში სამხედრო გემების მოვლა და შეკეთება შესაძლებელი ყოფილიყო. 1515 წლისთვის, როდესაც უკვე 160 დოკი იყო აგებული, გალათის არსენალმა გადააჭარბა გალიპოლის ნავსაშენს და ოსმალეთის ფლოტის მთავარი საზღვაო ბაზა სწორედ აქ გადმოიტანეს.
“A coward dies a thousand times before his death, but the valiant taste of death but once. It seems to me most strange that men should fear, seeing that death, a necessary end, will come when it will come.”
― William Shakespeare, Julius Caesar