ჩვენ რაღა შეგვცვლის სენიორ
მხოლოდ პერიფრაზს გავაკეთებ ჭორიკანა ისტორიისთვის (C აქუ

)
Nostalgia34ნახეთ სენიორა
წინა გვერდებზე ერთ-ერთმა იუზერმა ენოქის წიგნის ამონარიდი გადმოიტანა.
თქვენც კარგად მოგეხსენებათ ; ადამის დაბადებიდან მხოლოდ ორი პიროვნებაა რომლებიც უფალმა ბუნებდივი სიკვდილის განცდის გარეშე აიტაცა ზეცად; ესენი არიან : - ილია თესბიტელი და ენოქ წინასწარმეტყველი .
არ ვიცი რატომ ( ნუ ვხვდები რაღაცეებს; მაგრამ დარწმუნებული არ ვარ) და ენოქ წინასწარმეტყველის წიგნი "ვიღაცამ" ბიბლიიდან ამოიღო და აპოკრიფებში გადაიტანა ; არა და მხოლოდ ენოქის წიგნი აღგვიწერს იმ მოვლენების ქრონოლოგიას და შეადრებით ზუსტ მიზეზებს რომლის გამოც წარღვნა მოხდა; არა და თავად უფალი და შემდგომ მოციქულებიც ენოქის გარკვეულ გამონათქვამებს იმოწმებენ წმინდა წერილში - ეს ერთი
მეორე - დიონისე არეოპაგელი; რომელიც პავლე მოციქულის გავლენით გახდა ქრისტიანი და შემდგომ (1-ელ საუკუნეში) ათენის ეპისკოპოსი ; გვიყვება ანგელოზთა დასის (რომლებიც სამყაროს შექმნამდე არიან შექმნილნი შემომქმედის მიერ) იერარქიას; რამდენი დასია ; რა დავალებები აქვთ და ასე შემდეგ.
მესამე და მთავარი : - მოვისმინე ასეთი ვერსია უთანხმოების მიზეზისა შემომქმედსა და ანგელოზებს შორის :
- მას შემდეგ რაც უფალმა შექმა სამყარო და ბოლოს ადამი ; ანგელოზების ის დასი რომლებიც დადგინებულ იქნენ მის მიერ დედამიწასა და ცას შორის სივრცის გასაკონტროლებლად (მთავარანგელოზნი) და ანგელოზნი რომლებსაც ევალებოდათ უფლის ნების მიტანა ადამიანთან (ანგელოზნი) დაევალათ ადამისამდი დახმარება დედამიწის მართვის ამბებში.
ეხლა წარმოიდგინეთ ; ანგელოზების ეს კატეგორია; რომლებიც ულამაზესნი; უძლიერესნი; ძალმოსილებით სავსენი; ცოდნით გაბრწყინებულნი არიან ; უცებ დავალებას იღებენ ემსახურონ ადამს - რომელიც არის მიწის მტვრისაგან შექმნილი; უნებისყოფო; სუსტი; არაფერი არ იცის და ჯერ წარმოდგენა არ აქვს სამყაროზე; შემომქმედზე და ა.შ.
ეწყინათ სენიორა

დიდებულო ღმერთი ; - რაღა ამ უმაქნისს აბარებ დედამიწას და ყოველივეს რაც მასზე შეჰქმენი; თუ ასე მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ; აგერ არ ვართ ??? ...
აქედან დაიწყო ყველაფერი სენიორა ...
მერე ხდება კიდევ ძალიან საინტერესო მოვლენები