Hans Zimmer - Mountains (Interstellar Soundtrack)
https://www.youtube.com/watch?v=o_Ay_iDRAbcინტერსტელარი Interstellar
https://adjaranet.in/filmebi-qartulad/satav...i-qartulad.htmlინტერსტელარი-კოსმოსური მასშტაბისა და ემოციური დრამის ძლიერი ნაზავი,
ეფექტური ფილმია!გადაღებულია 2014 წელს.
2026 წელს,უკვე თამამად შეიძლება ითქვას,რომ ეს,ყველა დროის საუკეთესო სამეცნიერო/ფანტასტიკაა!
საინტერესოა გრავიტაციული მანევრებით.
არ არის ჩვეულებრივი ფილმი,
ეს ნამდვილი ხელოვნებაა,ნამდვილად ხარისხიანი ფანტასტიკაა.
Hans Zimmer-ის მუსიკაც შედევრალურია,როგორც ყოველთვის დიდებული!
იდეალურად შერჩეული,
საათის ტიკ/ტიკის ფონზე,
დროზე გაფიქრებინებს.
ამავე დროს ფილმში მეცნიერული სიზუსტეცაა ასახული.
დედამიწა იღუპება...
კაცობრიობის მზერა მიმართულია შორეული გალაქტიკისკენ...
გრავიტაციული ანომალიები...
პარადოქსები...
სიყვარულის თემა-მამა/შვილური,
პროფესორის შვილის აზრი სიყვარულზე-მიუხედავად იმისა,ის მეცნიერია,რომელსაც კაცობრიობის ბედი აბარია,
გადაწყვეტილებას გულის კარნახით იღებს!
" სიყვარული ადამიანებისთვის მისაღები ერთადერთი გრძნობაა,რომელსაც აქვს დროისა და სივრცის მიღმა
გასვლის უნარი..."
"მე მიზიდავს ადამიანი სულ სხვა სამყაროდან,ადამიანი,რომელიც 10 წელია არ მინახია და
შეიძლება ცოცხალიც აღარ იყოს."
"ჩვენ გვიყვარს ადამიანები,რომლებიც გარდაიცვალნენ".
ფაქტიურად, სამყაროს სიყვარული ატრიალებსო!
რა თქმა უნდა, აქ ამაღლებულ გრძნობებზეა საუბარი!
ბრავო,ნოლან!
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ,ფილმიდან?!
გავუფრთხილდეთ დედამიწას!
ის ჩვენი ერთადერთი სახლია!!!
უნდა ვიცხოვროთ აქ და ახლა!
ხშირად ვურეკოთ მშობლიურ ადამიანებს,იმიტომ რომ დრო მიდის,
და შეიძლება დავაგვიანოთ!
* * *
ჰმ,რა უცნაურ თვისებას ამჟღავნებენ ადამიანები?!
შეუძლიათ შეცვალონ,გამოიყენონ გარემო საკუთარი მიზნებისთვის, წარმატებით,
ამავე დროს წაიყვანონ ადამიანები დაღუპვისაკენ ...
რაც,მთელს პლანეტაზე იგრძნობა...ყველაზე ღრმა/უღრან ადგილებშიც!
ბუნებაზე ზემოქმედება,აგრესია,
დაბინძურების უზარმაზარი მასშტაბი,რომელიც გრძელდება და კიდევ უფრო აღრმავებს კატასტროფულ შედეგებს!
მიწის,წყლის,ჰაერის დეგრადაცია,
წონასწორობის დარღვევა,
საკმაო მასალას იძლევა პლანეტის მომავლის პროგნოზისთვის.
უკვე იღუპება ასეულობით ათასი ადამიანი...
იხარჯება ტრილიონობით დოლარი...
იზრდება ხარჯი!
და არავის შეუძლია ზუსტად იწინასწარმეტყველოს კლიმატური ცვლილებების,
ენერგეტიკული დისბალანსის,
ეკონომიკური თუ სოციალური თუ პოლიტიკური შედეგი.
დაზიანდა ბევრი რამ, შეუქცევადად,მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია წარსულის ბევრი შეცდომა გამოსწორდეს,
ჯერ კიდევ შესაძლებელია კატაკლიზმების თავიდან აცილება...ჯერ კიდევ!!!
არსებობს კი ისეთი საშუალება,რომელიც დაეხმარება დედამიწას სიცოცხლის შენარჩუნებაში?!
ომები,შიმშილი,ბუნებრივი კატაკლიზმები,ცოცხალი არსებების მასიური განადგურება-
ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია...
ხვალ?! ხვალ-შეუქცევადობის წერტილი გავლილი იქნება.
50-წელზე მეტია,რაც თავს იმტვრევენ ამაზე მეცნიერები,
წამოწევენ თეორიებს,ჰიპოთეზებს...უარყოფენ...წამოწევენ...და ა.შ.
ვერავინ ამბობს დარწმუნებით ... მაინც,რა არის მიზეზი?!
ფაქტია, მიზეზთა მთელი თაიგულია!
ყველაზე პოპულარულია ჰიპოთეზა-
ყველაფერში დამნაშავე ადამიანია!
ენერგეტიკული შიმშილი,შიში კლიმატური ცვლილებებისადმი სასწაულებს ახდენენ ადამიანების ტვინზე.
იბადებიან ახალ/ახალი ორიგინალური იდეები,
იბადებიან ახალ/ახალი ტექნოლოგიები ,
იბადებიან,ტრანსფორმაციით,ახალი ადამიანები,ცხოვრების ადამიანური წესებით!
"...We know that the solutions are there. We all have the power to change, so what are we waiting for?"