საღამო მშვიდობისა "ალქიმიკოსებო"!

ერთი,შუასაუკუნეების ალქიმიკოსი,რომელიც ამავე დროს სასულიერო პირი იყო, ასე ლოცულობდა:-
"Horridas nostrae mentis purga tenebras, accende lumen sensibust"-გაწმინდეთ ჩვენი გონების საშინელი სიბნელე,გაანათეთ ჩვენი ცნობიერება.
ჩვენი ცნობიერი შორსაა ყველაფერის გაგებისგან,მაგრამ არაცნობიერი ყოველთვის/ყველაფერს ხედავს ...
რაც არ უნდა უცნაური იყოს,ყოველი მოხერხებული შემთხვევისას გვახსენებს...
შუასაუკუნეებში,ალქიმიკოსები,მიდიოდნენ რა ეკლესიის წინააღმდეგ,ხელმძღვანელობდნენ ცოდნით და არა რწმენით,
თუმცა თავს კეთილ ქრისტიანებად თვლიდნენ!
და ისინი იგივე მდგომარეობაში იყვნენ,როგორშიც თანამედროვე ადამიანები არიან,
რომელთაც საკუთარი გამოცდილება მიაჩნიათ პრიორიტეტულად,ვიდრე ტრადიციული იდეებისადმი ბრმა რწმენა.
საერთოდ,საუბარი ალქიმიაზე ძალიან რთულია,
თუნდაც იმიტომ, რომ ერთიანი დოქტრინა თითქმის არ არსებობს.
ალქიმიის ცენტრალური სისტემა,აზრი,მთელი იდუმალება ამ ფრაზაშია:-
"ბუნებას უხარია ბუნების,ბუნება ებრძვის ბუნებას,ბუნება მართავს ბუნებას."
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობდა ალქიმია ცუდი რეპუტაციით...
გადატრიალება მოხდა კარლ გუსტავ იუნგის მიერ,რომელიც,აშკარად,გაცილებით მეტად იყო დაინტერესებული ალქიმიით,
ვიდრე სხვა პროცესებით...
ფაქტიურად მისი ფსიქოლოგია შეიძლება ალქიმიურ ფსიქოლოგიად ჩაითვალოს.
უფრო მეტიც,შეიძლება ითქვას-ის ფაქტები,ის მოცემულობები,რაც მოჰყავს იუნგს,ამტკიცებს შემდეგ თეზისს-
"სული,თავისი ბუნებით ალქიმიკოსია"...ეს,ესმის თუ იცის ადამიანმა?!
ისმის კითხვა,რატომ მაინცდამაინც ალქიმია,ცოტაა სულიერი ტრადიციები,მისტიკური,ოკულტური,ფილოსოფიური ტრადიციები?!
და რითია ასეთი განსხვავებული,
რითია ასეთი განუმეორებელი,ასეთი აღსანიშნავი ალქიმია,
ხარისხობრივად,არსობრივად თუ ეგზისტენციალურად?!
ჰოოო,საინტერესოა?!
"ფსიქოლოგია და ალქიმია"-
ეს,შვეიცარიელი ლიტერატორი,ფილოსოფოსი,ფსიქოლოგი,ფსიქიატრი
კარლ გუსტავ იუნგის ერთ/ერთი უჩვეულო,პარადოქსალური წიგნია,რომლის შექმნას თავისი სიცოცხლის 40 წელი მიუძღვნა.
ეს,მონუმენტური ნაშრომი,ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ,როგორც შუასაუკუნეების რეალიების ისტორიული ექსკურსი...
ეს,არა მხოლოდ ღრმა ფსიქოლოგიური,არამედ ღრმა ფილოსოფიური კვლევაა.
წიგნში იმდენი თამამი შეხედულებაა თუ ჰიპოტეზაა წარმოდგენილი,რომ თავის დროს წინ გაუსწრო,
ის შეიძლება ჩაითვალოს XXI საუკუნის ნაწარმოებად!
თავის კვლევებში ეყრდნობოდა რა როგორც აღმოსავლურ ფილოსოფიას,ისე დასავლურ ტრადიციას,
ენციკლოპედიურმა ცოდნამ,ფენომენალურმა ერუდიციამ,ორიგინალურმა აზროვნებამ
საშუალება მისცა იუნგს საკითხების გიგანტური წრე მოეცვა.
მოკლედ,იუნგის ფსიქოლოგია შეიძლება ალქიმიურ ფსიქოლოგიად ჩაითვალოს.
"ფსიქოანალიტიკური პროცესები პირდაპირ კავშირშია ალქიმიის სიმბოლიზმთან.
ალქიმია არ არის მეტალის ოქროდ გარდაქცევის გზის ძიება.
ალქიმია არის ტრანსფორმაცია, რომელსაც ადამიანის სული განიცდის მისი სრულყოფის პროცესში.
ამ შემთხვევაში, მეტალი არის ადამიანის „ბინძური“ , ხოლო ოქრო „სრულყოფილი“ სულის სიმბოლო." Carl Gustav Jung
...დიახ,არაცნობიერმა, ძალიან ბევრი რამ იცის ჩვენსა და სამყაროს შესახებ!
მოვუსმინოთ მას...
პოლიტიკოსებო?!
...განდევნილი სურვილები, რომლებზეც უარს ამბობთ და არ აცნობიერებთ სხვადასხვა მიზეზების გამო,
უარყოფით ენერგიად იქცევა.
lesiem fundamentum
https://www.youtube.com/watch?v=Mrb_Bj6WZ2M