kviprianeკი ბატონო, მაშ როგორ მოვიხსენიოთ? ფსევდოქრისტიანებად? ეს ტერმინოლოგიაში აღრევას შემოიტანს რადგან თავად ეგ ფსევდოქრისტიანები სხვებს მიიჩნევდნენ ფსევდოქრისტიანებად ისინი ამათ და მოკლედ როცა დავწერთ აქ - "ფესვდოქრისტიანი" გაუგებარი იქნება ვის ვგულისხმობთ. ამიტომ ტერმინოლოგიაში ჯგუფების მიმართ ოფიციალურ დახარისხებას ვერ გავცდებით.
იქ ზევით კი უფალი ჩვენზე და ისტორიაზე კარგად გაარკვევს რწმენის ხარისხებს და მტყუან მართალს სენიორ.
--
ვიცით რამხელა მიღწევები ჰქონდა მონღოლთა იმპერიას, ერთერთი რაზეც ყურადღებას ამახვილებენ ისტორიკოსები არის მონღოლური ფოსტა, თითქოსდა მსგავსი მანამდე არავის მოუფიქრებია , სასწაული დადეს ... კიდევ არმიის 10 ობითი სისტემა, 10 - 100 - 10 000 = 1 დუმენი
ვნახოთ, აქემენიდთა იმპერია 1700 წლით ადრე მონღოლების გამოჩემდე!
სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით მცხოვრები მანამდე უცნობი ხალხი - სპარსები ქმნიან უდიდეს იმპერიას აზიაში. არმია დაყოფილია 10 - 100 - 1000 - 1000 !
უბრალოდ მონღოლთაგან განსხვავებით ეს სისტემა მუშაობდა მხოლოდ ომის დროს.
ყოველ 4 ფარსანგზე იგება საფოსტო სადგური მზა ცხენებით სამეფო კურიერებისთვის!
ჰეროდოტე წერს - [ამ შიკრიკებზე სრწაფი არავინაა, ვერც თოვლი ვერც წვიმა ვერც სხვა ვერაფერი ვერ შეაჩერებს მათ ისე ჭკვიანურადაა მოწყობილი სპარსების საფოსტო სამსახური ... ამ სამსახურს სპარსები ეძახიან "ანგარეიონ" ]
ეს სამსახური ემსახურებოდა ორ სტრატეგიულ საგზაო ტერმინალს
1) "სამეფო გზა" აერთიანებდა ქალაქ სარდს ქალაქ სუზასთან. 1500 მილი. ჩვეულებრივი ტემპით მის გავლას უნდებოდნენ 90 დღე, საფოსტო სამსახური ანდომებდა 7 დღეს!
2) სარდიდან -სმირნა - იკონია - მოსული - ერბილი - ანკარა - კაპადოკია - კილიკია
მოსულთან ეს გზა ორად იყოფოდა ერთი შტო მიდიოდა ტრაპეზუნდისკენ!
მეორე დამასკო ტიროსი ღაზა მემფისი
იგივენაირად იყო დაქსელილი აღმოსავლეთის მიმართულება კასპია ავღანეთი მდინარე ინდამდე.
ასე აღწერს ჰეროდოტე და მეორე წარმოშობით სპარტელი ექიმი არტაქსერქსეს კარზე. 23 ტომიანი "პერსიკა" ს ავტორი.
ეხლა ვნახოთ არაბთა ხალიფატი, მანამდე უცნობი ბედუინთა ჯოგი გამოცვივდება უდაბნოდან
მონღოლებამდე 600 წლით ადრე
არაბებმა მთლიანად დაიკავეს აქემენიდთა საგზაო ტერმინალები
ხალიფას შემდეგ იქმნება სამი დივანი (სამინისტრო)
დივან ალ ჯუნდ - თავდაცვის სამინისტრო
დივან ალ ხარაჯ - ფინანსთა სამინისტრო
დივან ალ ბარიდ - საფოსტო სამსახური

აქემენიდ სატრაპების მაგივრად ემირები
დანარჩენი რელიგიის გარდა თითქმის ერთ ერთზეა ხალიფატის სისტემა აქემენიდთა სისტემაზე დადებული
ეს სისტემა რომ ავიღოთ იგივენაირად ერთიერთზე დაედება მონღოლთა სისტემას. და შემდეგში ოსმალთა იმპერიას. სადაც ასევე მანამდე უმნიშვნელო ოსმალთა ბეილიკი
აქედან გამომდინარეობს რომ იმპერიებს ქმნიან სავაჭრო ფინანსური სისტემები. (დიდი ფული, რომლის ხელშია - ცოდნა, კავშირები და გამოცდილება)
როგორც კი ფინანსური სისტემა (ები) შეთანხმდებიან საერთო პირობებზე იქმნება იმპერია.
შიგნით თამაშის წესები სისტემის მონაწილეებისთვის ერთია, ეს ყველას აწყობს.
იმპერიის ნგრევა იწყება მხოლოდ ორი მიზეზით
ა) როცა სისტემის შიგნით მონაწილეებს შორის შეთანხმება ირღვევა
ბ) როცა ამ სისტემას გარედან სხვა სისტემა უპირისპირდება.
სხვა ვერანაირ მიზეზს როგორებიცაა გაჭირვება ხალხის , გიჟი მეფე, ან სხვა რამ იმპერიას ძვრას ვერ უძავს ვერასოდეს.
საკუთრივ ა) ვარიანტის რღვევის პუნქტებია 1. რევოლუცია 2 აჯანყებები 3 სეპარატიზმი
იგივე შესაძლებელია ბ) ვარიანტშიც + საგარეო აგრესია.
ასეა.
რაც შეეხება ოფიციალური ისტორიის გმირებს ვინაც იმპერიებს ქმნიან ტიპა მაკედონელი კეისარი თუ ბონაპარტე თუ ანტიგმირები ატილა თუ თემურ ლენგი
ესენი შიდა ქასტინგის ლიდერებია. რასაც რათქმაუნდა განსაკუთრებული მახასიათებლები ჭირდება ზე განსაკუთრებული!
დანარჩენი ქასტინგია, ასობით ათასობით იხოცება პატიოსან ორთაბრძოლებში საწამლავით ზურგში ხანჯლით და ა,შ
და ერთი ხდება ბონაპარტე თუ ალექსნდრე ორრქიანი თუ ბესარიონოვიჩი
სენიორას და სენიორეს
This post has been edited by Eric on 3 Jul 2020, 12:58