გავაგრძელოთ თემა: გენუელების როლი ჯვაროსნულ ლაშქრობაში
1099 წლის მაისში ან ივნისში გულიელმო ემბრიაკო და მისი ძმა პრიმო იაფას სანაპიროსთან ჩავიდნენ, ზუსტად მაშინ, როდესაც ჯვაროსნების არმია სანაპიროზე მიემართებოდა იერუსალის ასაღბად.
ადგილობრივი მუსლიმური გემების განადგურების შემდეგ, ძმებმა ემბრიაკოებმა, ცნობილი და ისტორიულად ზუსტი ფაქტი: საკუთარი გემები დაშალეს და იერუსალიმის ალყისკენ გაემართნენ, თან წაიღეს საალყო მანქანების ასაგებად საჭირო ხე-ტყე, შედეგად ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი.
1099 წელს პიზელებმა აღმოსავლეთში გაგზავნეს ფლოტი, რომლის ადგილობრივი სამხედრო ფლოტი 120 გემამდე გაიზარდა + რათა დახმარებოდნენ ბოემუნდს სამთავროს გაფართოებაში და აღმოსავლეთში ჩამოეყვანათ პიზის მთავარეპისკოპოსი და პაპის ლეგატი დაიმბერტი, რათა გენუელების მზარდი გავლენა შეეჩერებინათ, თუმცა, პიზელებმა გარკვეულწილად დააგვაინეს ხოლო ვენეციელები კიდევ უფრო გვიან გააქტიურდნენ გენუელებთან შედარებით, რომელთა ინტერესები აღმოსავლეთში მე-16 საუკუნის ბოლომდე აქტუალური იყო.
გენუელთა ფლოტი 1101 წლის დასაწყისში იერუსალიმის მეფე ბალდუინ I-ის სამსახურში ჩადგა. ჩრდილოეთ სირიაში გამოზამთრების შემდეგ, დიდი მარხვის პერიოდში გენუელთა ფლოტი ლაოდიკეიდან ჰაიფას მიდამოებში სანაპიროს გასწვრივ გაემართა. გენუელთა ეკიპაჟები აღდგომის დღესასწაულზე იერუსალიმს ეწვივნენ.
ფლოტის კონსულის, გულიელმო „ჩაქუჩისთავიანი“ (ჩაქუჩა

) ემბრიაკოს ხელმძღვანელობით, გენუელებმა 9 მაისს ბალდუინ I-ს არსუფის აღებაში დაეხმარნენ და შემდეგ კესარიაზე (ლათ: კეისარი, ძველი რომაელების მიერ დაარსებული ქალაქი) თავდასხმა განახორციელეს. დაახლოებით 1101 წლის 31 მაისს კესარია ჯვაროსნების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც ის ბოლომდე გაძარცვეს. გენუელთა ხელში ჩავარდნილ ნადავლიდან ერთ-ერთი იყო ოდნავ დაზიანებული, მაგრამ მაინც გვიანდელი რომაული ხელოვნების შესანიშნავი ნივთი. ეს ნივთი გენუაში ცნობილია, როგორც წმინდა გრაალი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთი შესაძლოა გენუაში სხვა გზით მოხვედრილიყო მეთორმეტე საუკუნეში, ის გენუელთა ისტორიის ერთ-ერთ უძველეს ფიზიკურ ფაქტად რჩება.
პორტ-სენ-სიმეონში ლიდერებმა რაიმე მიზეზით, შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნების მოგზაურობის სირთულის ან ეკიპაჟის წუწუნის გამო, გადაწყვიტეს ნადავლის გაყოფა. მეათედის (ეპისკოპოსის მეათედი) და მეხუთედის (კომუნის წილი) გამოყოფის შემდეგ, დანარჩენი 8000 კაცზე გაანაწილეს, კონსულებს, მეზღვაურებს და „კეთილ კაცებს“ (ვაჭრებს) უფრო დიდი წილი მისცეს.
კაფარო (მემატიანე და მონაწილე), რომელიც ამაყად აცხადებს, რომ თითოეულმა კაცმა 45 სუ პუატუს და ორი ფუნტი წიწაკა მიიღო (4000 გენუელი).
ყველა ასპექტით გენუელების ფლოტი იმ დროისთვის უზარმაზარი იყო, რომელიც ტრიუმფითა და დიდებით დაბრუნდა სამშობლოში 1101 წლის ოქტომბერში.
პარალელურად გარკვეული ნაწილი გენუელების დარჩა:
პაგანო დელა ვოლტასა და მაურო დე პიაცალუნგას მეთაურობით რვა გალერა მონაწილეობდა 1102 წელს ტორტოზას დაპყრობაში და ამ ადამიანთაგან ზოგიერთი დარჩა პროვანსელის გრაფ რაიმონდის სამსახურში და შეუერთდა მას ტრიპოლის ხანგრძლივ ალყაში. 1102-1104 წლებში გენუელებმა დაეხმარნენ ჟიბელეს აღებაში და ჯილდოდ ქალაქის მესამედი მიიღეს. ამ ათწლეულში გენუელების აღმოსავლეთში მიღწეული ჩახლართული ისტორიის ყველაზე დამაჯერებელი ახსნა ის არის, რომ ყოველწლიურად ზოგიერთი გენუელი იბრძოდა ლათინურ სახელმწიფოებში და მატიანეებში მხოლოდ მსხვილი ფლოტები და მათი საქმეებია აღნიშნული.
დასკვნა: გენუელები პირველები იყვნენ ვინც სწორად შეაფასა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის პოტენციალი და აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას.
ასევე კარგად ჩანს გენუელების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჩართულობა + საზღვაო ქვეითების ჩართულობა ქალაქების აღებისას და რაც მნიშვნელოვანია გენუელების დახმარება ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჯვაროსნებისთვის.
ლიდერები + ფული + სამხედრო საზღვაო ფლოტი + დიპლომატია = წარმატებას.
პირველი ჯვაროსნების წარმომავლობა რუკაზე (ვინ საიდან იყო)
“A coward dies a thousand times before his death, but the valiant taste of death but once. It seems to me most strange that men should fear, seeing that death, a necessary end, will come when it will come.”
― William Shakespeare, Julius Caesar