მე როგორც ვიცი 10-ზე ამრავლებენ ოფიციალურ რიცხვს.
დღეს ჰოლანდიაში მოკვდა 86 წლის ადამიანი და არიქა კორონას პირველი მსხვერპლიო, ანუ დიაგნოზში ჩაუწერეს კორონა ვირუსმა მოკლაო. რაც არის აფსურდი, ანუ აბსურდია შედარების მხვრივ ამაზე რომ სტატისტიკას ააგებ და მერე ერთ ამბავს ატეხავ.
იმიტომ, რომ ეგეთი 86 წლის ხალხი და სხვა ასაკის ხალხიც ყოველთვის კვდება თუნდაც სეზონორუ გრიპის დროს, მაგრამ მაგ დროს დიაგნოზში არ უწერენ სეზონურმა გრიპმა მოკლაო, უწერენ კონკრეტულ მიზეზს, ანუ სეზონური გრიპი რომ დაასუსტებს, მდგომარეობას დაუმძიმებს და მაგის მერე რომ რომელიმე ორგანო უმტყუნებს, აი მაგ ორგანოს უკმარისობას უწერენ დიაგნოზში და არა სეზონურმა გრიპმა მოკლაო.
ამ შემთხვევაში კი, თუ ადამიანს დაუფიქსირდა ორგანიზმში კორონა ვირუსი, ეგრევე კორონა ვირუს უწერენ დიაგნოზშიც და მასე იგება ეს სულელური სტატისტიკა. სტატისტიკა ამ შემთხვევაში სწორია, კორონაა დამნაშავე და მაგან გაართულა კი ბატონო, მაგრამ მაშინ სხვა დროსაც სეზონური გრიპის ვირუსმა მოკლაო უნდა ჩაუწერონ და აი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს სტატისტიკების შედარება, სეზონური გრიპის სიკვდილიანობასა და კორონა ვირუსის სიკვდილიანობას შორის.
სადაც სეზონური გრიპით გარდაცვლილი მინიმუმ 50-ჯერ მაღალი იქნება, ვიდრე კორონა ვირუსით გარდაცვლილი.
ადამიანების 90% , თუ ის უბედური შემთხვევით არ გარდაიცვალა, ყველა კვდება ვირუსების შედეგად

როდესაც ადამიანს უყალიბდება ქრონიკული მძიმე დაავადება ის ხდება რისკ ჯგუფის წარმომადგენელი და მისთვის ნებისმიერი ვირუსი, თუნდაც სეზონური გრიპი არის ძალიან სახიფათო.
შეიძლება ერთი წელი გადააგოროს, ორი წელი გადააგოროს, 5 წელი გადააგოროს, მაგრამ როგორც კი შეხვდება ვირუსი და მითუმეტეს დიდი დოზით დაინფიცირდება, მისი ორგანიზმი კიდევ უფრო დასუსტდება და ბოლოს რომელიმე ორგანო უარს იტყვის მუშაობაზე და გარდაიცვლება, 90% შემთხვევაში გარდაცვალების დიაგნოზში ჩაუწერენ იმ ორგანოს უკმარისობას და არა იმას რომ მას ვირუსი შეეყარა, მაგან კიდევ უფრო დაასუსტა და ბოლოს გარდაიცვალაო.
ამიტომ ნებისმიერი ვირუსი არის სახიფათო, თან ძალიან სახიფათო. უბრალოდ ხალხი მიჩვეულია უკვე ამ ვირუსებს, თან ქრონიკული დაავადებები მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს და მითუმეტეს სტატისტიკაც არ არსებობს, თუ რამდენი ადამიანია რეალურად სეზონური გრიპით გარდაცვლილი და ხალხმა არ იცის რომ უდიდესი ნაწილი ზუსტად ვირუსების შედეგად კვდება და ის ორგანო ზუსტად იმ ვირუსით დაინფიცირებამ გაუჩერა.
აბა მოახდინონ სხვა დროს ყველა გარდაცვლილი ადამიანის ტესტირება და გამოკვლევა რა ვირუსებია მის ორგანიზმში, 95% შემთხვევაში ყველა გარდაცვლილს დაუფიქსირდება რამე ვირუსი.
ხოდა ვინაიდან კორონაზე პირდაპირი სტატისტიკის მოგროვება მიმდინარეობ, იმიტო ჰგონია ხალხს რომ არიქა ეს არის რაც არისო, რამდენ ხალხს კლავსო. სინამდვილეში კი არაფერი სასწაული არ ხდება, როგორც სხვა ვირუსები კლავენ მასე კლავს ესეც, უბრალოდ სხვებს არ ითვლიან ამას კიდე სათითაოდ დაზდევენ.
პლიუს ამას, კორონა ვირუსის სიკვდილიანობის სტატისტიკა კიდევ პირიქითაა გაბერილი

ანუ პროცენტი გამოყავთ ოფიციალურად დაინფიცირებულებიდან, რაც არის აბსურდი. ვინაიდან არაოფიციალურად დაინფიცირებული მაგ დროს არის რამდენჯერმე მაღალი და ამას ნებისმიერი მკვლევარი იტყვის.
This post has been edited by KERNELWORD on 6 Mar 2020, 19:23