#55962898 · 10 Mar 2020, 23:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ვირუსმა რომ გაიმარჯვოს, ცოტა ფანტაზია...ექიმებო თქვით რა მოხდება |
ბუნებრივი "სელექცია" მოხდება... გაიფილტრება რა, შავი ჭირის დროსაც ეგრე მოხდა.
ეხლა განსხვავება ისაა, რომ მედიცინა გვაქ და განვითარებულები ვართ მედიცინის განხრით, ჩვენ თუ არა სხვა ქვეყნები (ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და სხვანი) და არის მსოფლიოში ასე თუ ისე უსწრაფესი მიმოსვლა, რაც გამოიწვევს ვაქცინის უსწრაფესად გავრცელებას და ამას არ მოყვება იმხელა მსხვერპლი რაც მოყვა შავ ჭირს თავის დროზე.
პე ეს თუ მოხდა და მართლა გაიმარჯვა ვირუსმა და ამოწყდა კაცობრიონა, რაც კატეგორიულად არამგონია, ჩემი პირადი აზრით ადამიანის მოდგმა არ ამოწყდება ისე როგორც დინოზავრები, დედამიწაზე ცხოვრება გაგრძელდება ჩვეულებრივად, არც არავის მოვენატრებით და არც არავის გავახსენდებით, ხოლო საუკუნეების მერე ჩვენს მიერ აშენებული ნაგებობებიც ჩამოინგრევა და მართლაც რომ დედა ბუნება დაუბრუნდება თავის ბუნებრივ კალაპოტს.
პე პე ეს ისე კაი დოკ ფილმები არის გაკეთებული ადამიანების შემდგომ ყოფაზე, თუ რა მოხდება დედამიწაზე, შემიძლია მოვიძიო იუთუბზე და დავდო, მემგონი დისქავერიმ გადაიღო წლების წინ.
|