#55951513 · 8 Mar 2020, 18:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მაგალითად აი ეს რატომ არ შეისწავლეს? |
ეგ დიდნაური არაა? დაწყებულია მაგის შესწავლა. 2019 წლის გათხრების სეზონის შესახებ იხ. https://heritagesites.ge/uploads/files/5d5e72c46ec92z.pdf გვ. 43-44. QUOTE | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, 2019 წელს დიდნაურის ნაქალაქარზე (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) განხორციელდა არქეოლოგიური სამუშაოები (ხელმძღვ. კონსტანტინე (კიაზო) ფიცხელაური). სამუშაოები ჩატარდა ნაქალაქარის ჩრდილოეთით მდებარე სამაროვნის ტერიტორიაზე. მთავარი ყურადღება მიექცა ამ მხარის პალეოგარემოს რეკონსტრუქციას. მიმდინარე წლის დასაწყისში შესაძლებელი გახდა სრულიად ახალი თაობის გეორადარის ჩამოტანა, რომლითაც როგორც დიდნაურის ნაქალაქარის ისე, მისი სამაროვნისა და მიმდებარე ტერიტორიის რიგ მონაკვეთებში ექსპედიციამ დაიწყო სიღრმისეული კვლევა. სამუშაოები წარიმართა შირაქის ველის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილ კასრის წყალში, დიდნაურის ნაქალაქარის დაცული ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩენილ გორასამარხზე, რომლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი მოგრძო ფორმაა.
ძეგლის გათხრების შემდეგ ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის ნახნავი ფენის აღების შემდეგ მხოლოდ გორასამარხის ყრილის ფართობზე აღმოჩნდა 10 ორმოსამარხი. არც ერთი მათგანის ორმოს კიდეები არ იკვეთება. გამოვლენილი მასალა ვიწრო ზოლზე ჩნდება და დაძრულია ადგილიდან. წინასწარი მონაცემებით ყველა ჩაშვებულ სამარხში აღმოჩენილი მასალა დიდნაურის სამაროვნის სხვა უბნებზე გათხრილ სამარხებში დადასტურებული არტეფაქტების იდენტურია. დიდნაურის 1 გორასამარხის ზედა ნახნავი 0.30 მეტრის სისქის მიწის ფენის აღების შემდეგ დაფირსირდა, რომ ათასწლეულების წინ გორასამარხის ყრილი გაცილებით უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. დიდნაურის 1 გორასამარხის მასშტაბები და მისი კუთვნილი ინვენტარი ძალიან ახლო მსგავსების ამჟღავნებს ყარაბაღის მთიანეთის ჩრდილო მთისწინეთში ადგილ „ბორსუნლუში“ აღმოჩენილ გორასამარხთან |
წლები და ათწლეულები სჭირდება ეგეთი ობიექტების სრულად გათხრას და შესწავლას.
--------------------
You will do what I say, when I say; Back to the front!
|