Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(101)
« პირველი
...
7
8
[9]
10
11
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
კორონავირუსის პანდემია
, ნაწილი 14
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sanfol
In god we trust
ჯგუფი: Members
sanfol
In god we trust
ჯგუფი: Members
წერილები: 17699
წევრი No.: 143756
რეგისტრ.: 29-February 12
#55972630
· 12 Mar 2020, 16:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გაძლიერებული დაცვა იცავს არავინ გაიპაროს
--------------------
მოკლედ ძალიან მიზერული თანამდებობაა მაგრამ გამისწორდა მაინც , ტყუილად არ მოუციათ ის 12 რეკომენდაცია Ⓒ White_Shark
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iosebovich
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
iosebovich
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19862
წევრი No.: 128990
რეგისტრ.: 20-March 11
#55972632
· 12 Mar 2020, 16:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეგაა რაა პიზდეც პადკრალსია ნეზამეტნო ... უყარე ეხლა კაკალი ..
--------------------
არაფერში ბედი რომ არ გვაქვს!
ძლივს რუსეთთან ურთიერთობა დავალაგეთ და რაღა ახლა უნდა დაიპყრონ მაინცდამაინც!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BuTroSS_buTroSS_GaLI
მგეზავი
ჯგუფი: Members
BuTroSS_buTroSS_GaLI
მგეზავი
ჯგუფი: Members
წერილები: 10000
წევრი No.: 88738
რეგისტრ.: 13-April 09
#55972635
· 12 Mar 2020, 16:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თან ეს ხანმოკლე გაზაფხულიც მთავრდება დროებით, ორშაბათიდან, 16 დან და ალბათ აპრილის შუარიცხვებამდე კლასიკური მარტი დადგება...
სრული პიზდეცია.
--------------------
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
VELTBGA
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
VELTBGA
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11895
წევრი No.: 26252
რეგისტრ.: 29-November 06
#55972640
· 12 Mar 2020, 16:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უახლოესმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი 3 დღე ძლებს ჰაერში, რომელმე ნივთში და ჭურჭელში.
წყარო:
https://time.com/5801278/coronavirus-stays-...linkId=84120404
--------------------
ძლიერი ადამიანი ცვლის თავის ბედს, სუსტს კი პირიქით. Konfucius.
ომი არის ყოვლად დაუშვებელი საშინელება მაგრამ კიდევ უფრო მეტი საშინელება არის მონობა. K. Chapek
თუ რუსმა გენერალმა შეგაქო, წადი და თავი ჩამოიხრჩვე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
White_Shark
თეთრი ზვიგენი
ჯგუფი: Members
White_Shark
თეთრი ზვიგენი
ჯგუფი: Members
წერილები: 9949
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17
#55972643
· 12 Mar 2020, 16:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ღამის კლუბი „ბასიანი“ კორონავირუსის გამო დროებით იხურება. შესაბამის განცხადება კლუბის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„მსოფლიო მასშტაბით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიას უკავშირდება, ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, მათ შორის სხვა ქვეყნების გამოცდილებას და საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით ვაუქმებთ. დამატებით ინფორმაციას სიტუაციის განვითარებასთან ერთად მოგაწვდით.
გააზრებული გვაქვს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ნებისმიერ სფეროს, მათ შორის დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციისთვის საჭირო ყველა ღონისძიებას მივმართეთ, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობას შესაძლო საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ, რადგან სოლიდარობა, პასუხისმგებლობა და ადამიანებზე ზრუნვა ყოველთვის დარჩება ჩვენს უმთავრეს ფასეულობად.
გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, საჯარო სივრცეებში ყოფნისგან მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, გავუფრთხილდეთ სხვის ჯანმრთელობას, როგორც საკუთარს. მხოლოდ ასე შევძლებთ გავრცელებული ვირუსის დამარცხებას და საყვარელ სივრცეებში დროულად დაბრუნებას.
ვწუხვართ, რომ გვიწევს ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცეების დროებით შეზღუდვა, მაგრამ გვახსოვდეს - ჩვენ მაინც ვცეკვავთ ერთად, იზოლაციაშიც“, - ნათქვამია განცხადებაში.
--------------------
Jaws (1975) Sometimes that shark he looks right into ya. Right into your eyes. And, you know, the thing about a shark... he's got lifeless eyes. Black eyes. Like a doll's eyes. When he comes at ya, doesn't seem to be living...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KERNELWORD
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
KERNELWORD
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5278
წევრი No.: 213855
რეგისტრ.: 6-February 16
#55972647
· 12 Mar 2020, 16:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(SUARONI @ 12 Mar 2020, 16:18 )
Tiktak
QUOTE
ელემენტარული მათემატიკაა. არსებობს ფორმულა, რომლითაც ითვლიან ყველაზე ცუდ ვარიანტში რა მოხდება. ფორმულა მარტივია: დაავადების გავრცელების ფორმა, სიხშირე, ინკუპაციის პერიოდი, გადადების სირთულე. დაავადებულებუს რაოდენობის მიხედვით მარტივად ითვლება რა რაოდენობაზე შეიძლება ავიდეს რიცხვი.
მერკელი ფიზიკოს დოქტორია და აქ კი ღლიცინეებთ, მაგრამ გერმანელებს მათემატიკის არ ცოდნას ნამდვილად ვერავინ დააბრალებს.
ესენი რაციონალური, რეალისტი ხალხია, დაითვალეს და თქვეს ყველაზე ცუდი ვარიანტი, ეს თავისებური თავდაცვაა ამათი, ყოვეთვის უარესისათვის ემზადებიან.
ვფიქრობ, მაგარი უპასუხისმგებლობაა ამ დროს მათ ნათქვამზე ღლიცინი და არც ჩვენი განათლების დონეზე არ ნეტყველებს ეს ფაქტი.
პ.ს იტალიელებიც ასე ღლიცინებდნენ და გახდნენ ჩინელების დასახმარებლები
100 %
ნუ ბრძენმა ერმა ასე იცის.
გამოდით უნდა დაგთვალოთ მეთქი აქ ზოგ ზოგიერთები
როდის მე "პანიკურ" პოსტებს ვდებდი რო გეკითხა აქ ბრძენებისთვის.
ეხლა თუ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე?
გამოდით სათითაოდ მეთქიიიიიიიიიი
და რა არის საპანიკო?
თუ ობი ეკიდება თქვენს მიერ მომარაგებულ სურსათს და მაგიტო ღელავთ?
ჭამეთ ბიჭო ჭამეთ და ახლიდან მოიმარაგეთ, ისე არ ქნათ ვადაგასულმა საკვებმა უარესი გიყოთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
harton2
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
harton2
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 628
წევრი No.: 255400
რეგისტრ.: 23-February 20
#55972648
· 12 Mar 2020, 16:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BuTroSS_buTroSS_GaLI
QUOTE
თან ეს ხანმოკლე გაზაფხულიც მთავრდება დროებით, ორშაბათიდან, 16 დან და ალბათ აპრილის შუარიცხვებამდე კლასიკური მარტი დადგება...
სრული პიზდეცია.
იმედია ამასაც გრიპის თვისება აღმოაჩნდება და ნესტიან ამინდში გავრცელება შეიზღუდება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თოვლი_
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
თოვლი_
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6537
წევრი No.: 210964
რეგისტრ.: 3-December 15
#55972649
· 12 Mar 2020, 16:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(VELTBGA @ 12 Mar 2020, 16:25 )
უახლოესმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი 3 დღე ძლებს ჰაერში, რომელმე ნივთში და ჭურჭელში.
წყარო:
https://time.com/5801278/coronavirus-stays-...linkId=84120404
შანსი არაა.. ტუფტა ინფორმაცია იქნება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
The13thFloor
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
The13thFloor
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 26249
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06
#55972657
· 12 Mar 2020, 16:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უბრალოდ გრიპი
საქართველოს მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღმასრულებელი ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გადადმულ ნაბიჯებს განმარტავს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ინტენსიურად მუშაობს და, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად, ახორციელებს საკუთარ სამოქმედო გეგმას.
მსოფლიოს მასშტაბით არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, კოორდინირებული და დროულად მიღებული ზომებით, საქართველოში ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. თუმცა, გამოწვევა ძალიან დიდია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ასევე - საზოგადოების წინაშე.
საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა თუ სხვა სამინისტროები გადავიდა მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე.
ამჟამად ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირებულთა 24 შემთხვევა, თითოეულ პაციენტს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, ხოლო დაინფიცირებულ ადამიანებთან შემხებლობში მყოფი მოქალაქეები გადიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს.
სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რეგულარულად გამოსცემს ახალ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპრევენციო ზომაა დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება, ამიტომ:
1.საქართველოს მასშტაბით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
2.ასევე, ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა.
3.სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადიან დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. ასეთი რეკომენდაცია ეძლევათ კერძო დაწესებულებებსაც. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.
4.პრობაციონერები 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისა და რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. პრობაციის ოფიცერთან დაფიქსირების აუცილებლობა, სოციალურ მუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები ამ ეტაპზე გაუქმებულია. 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციის ბიუროში პრობაციონერების გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვლება და მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.
5.პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები. ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება. ასევე, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესული ბრალდებულები/მსჯავრდებულები განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.
6.დროებით შეწყდეს საქართველოში საგანმანათლებლო, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ხალხმრავალ შეკრებასთან.
* ამ დროისთვის უკვე შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.;
* თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუქმდა;
* ხოლო 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:
ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანს და იტალიას ემატება სხვა ქვეყნებიც და ახლა უკვე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:
1.წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
2.PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ!
კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოებისგანაც მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს.
შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია თვითიზოლაციის წესების ზედმიწევნით დაცვა.
კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები!
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით უზრუნველყოფს თვითიზოლაციის წესების დაცვის მკაცრ კონტროლს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებით მიადგეს.
უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბიზნესთან, მათ შორის, საბანკო და ტურიზმის სექტორთან და კერძო სექტორის სხვა სფეროების წარმომადგენლებთან.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი 2020 წლის 12 მარტს, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოადგენს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტულ გეგმას, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მსოფლიოში პანდემიური ვითარებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო, მთავრობა მოკლებულია ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შესაძლებლობას, რაც ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შესაბამისად, მთავრობა ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობს პრევენციული ზომების გასატარებლად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის საჭირო დიაგნოსტირების თუ მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასთან მიმართებაში უნდა ენდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მათ შორის, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე - stopCoV.ge“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bridgestone
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
bridgestone
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7987
წევრი No.: 39391
რეგისტრ.: 3-August 07
#55972659
· 12 Mar 2020, 16:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ddchdze @ 12 Mar 2020, 16:19 )
ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს 'ძმაკაც' , მაგრამ აი რომ დაბერდები და სიკვდილის წინ ზიარებას და მაგ კოვზს რომ ინატრებ აი მაშინ გაიხსენე ეს დღე......და შენი კომენტარი
ამ პასუხში ცოტა რამ გაურკვეველია:
რომ დაბერდება ადამიანი, ჭკვიანდება თუ სულელდება?
ანუ, ადრესატი ახალგაზრდაა და სულელია და დაბერდება და დაჭკვიანდება?
--------------------
ნაცები=ქოცებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xLEGENDx
სიგიჟე პირობითი ცნებაა
ჯგუფი: Members
xLEGENDx
სიგიჟე პირობითი ცნებაა
ჯგუფი: Members
წერილები: 47338
წევრი No.: 52059
რეგისტრ.: 21-January 08
#55972660
· 12 Mar 2020, 16:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
David_Gale
იცი რა არის რეალურად?
ვირუსია, რომლის ქცევაც ჯერ ვერ შეისწავლეს (2 თვეა სულ), ხოდა ღმერთმა არ ქნას ვინმეს შეხვდეს მაგრამ, თუ შეგხვდა მერე? დაიღუპა ქვეყანა? 95%-ში გადარჩენილი ხარ თუ ან 60+ არ ხარ და ან ქრონიკული დაავადება არ გაქვს. უბრალოდ დავმშვიდდეთ და მივყვეთ ექიმების რეკომენდაციებს.
ეს დამარაგებები ტომრებით და ბენზინის ბაკების გავსებები და დრამატიზმი დაგიცავთ რამისგან?
--------------------
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 30940
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
#55972664
· 12 Mar 2020, 16:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ღამის კლუბი „ბასიანი“ კორონავირუსის გამო დროებით იხურება.
გვრჩება კაზინოები და ეკლესიები...
2 სრულიად განსხვავებული, მაგრამ აუღებელი ციხე-სიმაგრე
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ,
ქვიშანი დარჩებიანო...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narcoTOURIST
ჩვენისთანა бедныйერი განა არის სადმე ერი?
ჯგუფი: Members
narcoTOURIST
ჩვენისთანა бедныйერი განა არის სადმე ერი?
ჯგუფი: Members
წერილები: 28361
წევრი No.: 18678
რეგისტრ.: 26-March 06
#55972669
· 12 Mar 2020, 16:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
პირბადე და ხსნარები არ იშოვება მთელ საქართველოში და რა გინდა რო ქნა ????
არადა თავისთვის აქვთ ამ დედა#####ულებს..
გუშინ გამოვიწერე ჩინეთიდან კაი რესპირატორები
კორონასთვის თუ არა რემონტის დროს გამომადგება
--------------------
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
spasalara
Crazy Member
ჯგუფი: Registered
spasalara
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1000
წევრი No.: 97319
რეგისტრ.: 6-August 09
#55972678
· 12 Mar 2020, 16:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სიცხეზე და ამინდზე მაინტერესებს, ბევრი იძახის დაცხება და შემცირდებაო, აი ბრაზილიაში, ყატარში და სხვა ქვეყნებში სადაც ეხლა ცხელა არ ვრცელდება ეს ვირუსი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
VELTBGA
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
VELTBGA
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11895
წევრი No.: 26252
რეგისტრ.: 29-November 06
#55972681
· 12 Mar 2020, 16:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(თოვლი_ @ 12 Mar 2020, 16:27 )
QUOTE
(VELTBGA @ 12 Mar 2020, 16:25 )
უახლოესმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი 3 დღე ძლებს ჰაერში, რომელმე ნივთში და ჭურჭელში.
წყარო:
https://time.com/5801278/coronavirus-stays-...linkId=84120404
შანსი არაა.. ტუფტა ინფორმაცია იქნება
მერე ვინ გიშლის. შედი დაავადებულები კარანტენში, მათ ცარიელ ოთახში ღრმად შეისუნთქე და სამი დღე დაელოდე "ტუფტას"
ჟურნალი ტაიმსი თუ შენთვსი ტუფტა, მაშინ შენ ყოფილხარ დიდი მკვლევარი
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(101)
« პირველი
...
7
8
[9]
10
11
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0445 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.