ძალიან ცუდი ფანტაზია გაქვთ.
მოდი განვავცოთ.
დავუშვად შენ ხარ დიდი კორპორაციის მფლობელი, მილიარდერი და სხვა მილიარდერებთან ერთად მიგაჩნია, რომ დედამიწა არაა გათვლილი მილიარდობით ადამიანზე, მითუმეტეს გლობალური გათბობა შეიძლება გამოიწვიოს პლანეტის ესე გადატვირთვამ და რიგი მიზეზები კიდე.
ამიტომ შენ გინდა, რომ შენ კონტროლს ექვემდებარებოდეს ბევრი რამე, იგივე შობადობა, და სხვა უამრავი რამ. შენ მიგაჩნია, რომ ადამიანს ესე უპრაგუნოდ გამრავლება არ უნდა შეეძლოს, ის უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს და ა.შ.
ეს ყველაფერი რო აკონტროლო, ამისთვის გჭირდება თვით ადამიანების კონტროლი მაღალ დონეზე, ამისთვის საჭიროა დამატებითი რეგულაციები, კანონები, შეზღუდვები და რათქმაუნდა ჩიპი კანქვეშ, თითოეულ ადამიანს, დაბადებისთანავე.
აი ეს ამხელა ამბები რო წამოიწყო, ამისთვის გჭირდება ძალიან დიდი რამე საფრთხე, რომ შემდგომ ამ საფრთხის საბაბით დაიწყო ამ შენი დიდი ამბების ამოქოქვა. აი ეს პანდემია კი ზუსტად ჯდება ამ მიზეზის შესაქმნელად.
ამ ბიძიებმა მოიპოვეს ვირუსი, დაამზადეს ვაქცინა და შემდგომ ხელოვნურად გაავრცელს, ვირუსი საშიშია თუ ნაკლებად საშიშია მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ფაქტია რო ყველა ვირუსი საშიშია და კეთილი ვირუსი არ არსებობს.
ხოდა გავრცელების დღიდან ატეხეს ერთი ამბავი, ამ საქმეში ჩართეს მსოფლიოჯანდაცვა, მასმედიის გიგანტები, საინფორმაციოები, ბლოგერები, არასამთავრობოები და ყველაფერი რაზეც კი ხელი მიუწვდებოდათ, კორპორაციებს კი თითქმის ყველაფერზე მიუწვდებათ ხელი. შექმნეს რუკა, სადაც ონლაინ რეჟიმში გადმოიცემა დამაინტრიგებელი ინფორმაცია და ა.შ.
მოკლედ ყველა ერთად თესავს პანიკას, ყველაზე საშიში სცენარებით, საუბრობენ ვირუსის გაყოფაზე, ყოველ დღიურ მუტაციებზე, ის რომ მოსახლეობის 70% დააინფიცირდება, ის რომ ნიორი ცუდია და არ ჭამოთ.
ჩემი აზრით ეს ვირუსი არ არის იმ წინა წლებში გავრელებულ ვირუსებზე უფრო საშიში არაფრით, პირიქითაც უფრო სუსტიცაა, უბრალოდ დასჭირდათ გაპიარება და გააპიარეს.
იმიტომაა ამათი მიზანი ამ ვირუსის მასიურად გავრცელება, რომ ეს ვირუსი პირად კონტროლზეა აყვანილი, მთელ მსოფლიოს უგზავნიან ტესტებს და ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ვირუსის გამოვლენა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად დედამიწაზე წელიწადში სხვა და სხვა დაავადებებით და ასევე სხვა ვირუსებით კვდებოდა 100 000 000 ადამიანი, იგივე 100 000 000 მოკვდება დღესაც, მაგრამ თუ გუშინ კორონა ვირუსი არ არსებობდა ეს არ ბრალდებოდა კორონა ვირუს, ხოლო დღეს რადგან ეს ვირუსი კონტროლზეა აყვანილი, ეს იმას ნიშნავს რომ მაგ 100 000 000 -დან რამდენსაც აღმოაჩნდება ორგანიზმში კორონა ვირუსი, გარდაცვალება დაბრალდება კორონა ვირუს და ეს გამოცხადდება კატასტროფად. ამიტომ უნდათ რომ ეს ვირუსი რაც შეიძLება მეტ ადამიანს გადაედოს რომ მეტი გარდაცვლილი დაფიქსირდეს თითქოს კორონა ვირუსით გარდაიცვალა.
ნებისმიერი სხვა ვირუსი რომ აიღო, იგივე სეზონური გრიპის, და იგივე ღონისძიებები გაატარო რაც ამ კორონაზე გატარდა, თავის რუკების შექმნით ონლაინ, თავის ტესტირებებით და სტატისტიკებით, მერწმუნე ამაზე მეტს თუ არა ნაკლებ ციფრებს ნამდვილად არ მიიღებ.
ეს ყველაფერი ისეთ ნაირადაა მოქოქილი, რომ ნებისმიერ ვარიანტში საშინელ სურათს იღებ და ამით აშინებენ ხალხს.
ის რომ ხალხის შეშინება, დაპანიკება უნდათ, ჩანს ძალიან კარგად, ამას რომ მსოფლიო ჯანდაცვა უწყობს ხელს ესეც კარგად ჩანს.
კი ვირუსია და ყველა ვარიანტში საშიშია, მე არ ვამბობ რომ უსაფრთხოაო, მაგრამ მასე ნებისმიერი ვირუსი საშიშია და ნებისმიერი ვირუსი ართულებს ქრონიკული დაავადებების მქონდე ადამიანებში მდგომარეობას.
კორონა არავის აღარ ემახსოვრება ისეთი კრიზისი დაიწყება მსოფლიოში მალე, და ეს კიდევ უფრო დააჩქარებს მაგ ახალი რეგულაციების შემოღებას.
შეიძლება მთლიანად მოხდეს ქეშის ამოღება, მაინც ჩიპებზე თუ გადავდივართ უფრო კომფრტული და უსაფრთხო იქნება ყველას როდესაც ხორცში ექნება საფულეო, და რაც ყველაზე მთავარია ჩიპების შემთხვევაში, სამომავლოდ ნულამდე იქნება დაყვანილი იმის შანსი რომ ან პანდემია ან ეპიდემია მოხდეს როდესმეო, თითოეული ადამიანი იქნება გამოვლენილი რამე უცხო ვირუსის გაჩენის შემთხვევაშიო, ნულოვანი პაციენტის გამოვლენა მოხდება წამებშიო.
და ეს შეშინებული, დაპანიკებული, დათრგუნული ხალხი ხო ხვდები რასაც იტყვის? ოღონდ ეს უბედურება მოგვაშორეთ და ჩიპი კი არა, თუ გინდა ჯაჭვი მომაბი ფეხზეო.
ამ დაშინების და პანიკების გარეშე, ეს საკითხები ვერ გავიდოდა და თვითონ ხალხი ეტყოდა ხო არ გადაირიეთო, ანუ ძნელი იქნებოდა ამ ყველაფრის ამოქოქვა, აი ამ ამბების მერე ხვალვე რო გამოაცხადონ ჩიპებს ვინც ჩაიყენებს ის გადარჩება, ანტივირუსულ თვისებებს შეიცავსო, 80% ჩამყენებელია, რამდენიმე თვეში 95% გახდება.
მსოფლიო ჯანდაცვა ყოველ დღე ახალ-ახალ სისულელეებს როშავს, ოღონდ როგორმე დაძაბოს და დაძაბოს სიტუაცია.
ჯერ ეპიდემიაო
მერე პანდემიისთვის მზადებაო
მერე პანდემიაო
მერე ვირუსი შუაზე გაიყოო და უფრო საშიში გახდაო
მერე ვირუსმა კიდევ შეიძლება მუტირება განიცადოსო
მერე 70-80 % დაინფიცირდებაო
მერე ვაქცინა 1.5 წელიწადში იქნებაო
მერე შეიძლება მაგ ვაქცინას აზრი აღარ ქონდეს და სულ სხვა ვირუსი გახდესო
მერე თბილი ამინდების დაგომის იმედი ტყუილად გაქვთო
ესეთ რაღაცეებს ხალხს არ ეუბნებიან როგორც წესი, სულ რომ სიმართლე იყოს. იმიტომ რომ ეს ხალხში გამოიწვევს პანიკას და ნებისმიერ სიტუაციაში რაც არ უნდა რთულად იყოს საქმე, ყველა ვალდებულია შეინარჩუნონ სიმშვიდე და სულ რომ ხალხის მოტყუება დაჭირდეთ უნდა მოატყუონ და დააიმედონ რომ ყველაფერი ძალიან მალე კარგად იქნება და არაფერი აპოკალიფსი არ ხდება, აქ კიდე პირიქით ხდება, არაფრისგან ქმნიან სპილოს და ძაფრავენ და ძაფრავენ ხალხს, კარგად იციან რომ ეს ამათი განცხადებები ბევრში პანიკას გამოიწვევს და ვერ ხვდებიან რომ ეს ცუდი საქციელია და არ შეიძლება?
იციან და კიდიათ, იმიტომ რომ გამიზნულად კეთდება ეს და მიზანიც ზუსტად ეგაა.
ეს ჩვენ ვნერვიულობთ კრიზისზე, თორე კორპორაციების მფლობელებს და მილიარდერებს პირიქით აწყობთ, რაც უფრო გაღარიბდება ხალხი მით უფრო ადვილად დაიყოლიებენ, მაგათ იმდენი ფული აქვთ, ფული საერთოდ აღარ აინტერესებთ, მაგათი მიზანი ძალაუფლება და კონტროლია, ყველაზე და ყველაფერზე.
=====
ვიღაცა ჩინელმა უმი ღამურა ჭამა
chuvak_lexo