#61425769 · 25 Jul 2024, 21:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
GიორGი
QUOTE | სალიტერატურო? ილია? აკაკი? ვაჟა? ბარათაშვილი? დუმბაძე? ჯავახიშვილი? გალაქტიონი? ტერენტი? ეგენი ხომ "სოფლელები" იყვნენ/არიან ყველა? |
თუ ხუმრობ, ჩათვალე, რომ ვიცინი. თუ არ ხუმრობ და მაშინ რატომ ცინიკოსობ ? ჭკვიან იუზერად გიცნობ და მშვენივრად უნდა გესმოდეს, რომ "სოფლელი" - მენტალიტეტია და არა წარმოშობა. გაიარ-გამოიარე თბილისში, ბევრ ილია და აკაკის შეხვდები ? ეგ პირველი. მეორე, რომ ვერ გამიგია, რატომ არ ესმის ზოგიერთს, რომ თბილისსაც, ისევე, როგორც სხვა კუთხეს თუ ზოგადად ადგილს, აქვს თავის კულტურაც და ქცევის წესებიც. ისევე, როგორც ქუთაისს, ზუგდიდს და მესტიას. მე რომ ჩავდივარ, პირობითად, მესტიაში, იქ თბილისურად არ ვიქცევი და თბილისი არ ჩამომაქვს მანდ.
QUOTE | ეს ვიცი ცალკე განყენებული დისციპლინა |
ისევ ცინიკოსობ. არანაირი "ცალკე დისციპლინა" არ არის. უბრალოდ რაც არის, ის არის. ან უნდა მიიღო და გათბილისელდე, თუ მანდ ცხოვრებას აპირებ, ან უნდა მოშორდე. იგივე ეხება ნებისმიერ სხვა ადგილს დედამიწის ზურგზე. საკვირველია. ე.ი. მე თუ ზუგდიდში ჩავდივარ, ზუგდიდელების წესებით ვთამაშობ. ზუგდიდელი რომ ჩამოდის თბილისში, მან მინი-ზუგდიდი უნდა შექმნას. სადაა ან ლოგიკა ან ნამუსი ?
--------------------
Was mich nicht umbringt, macht mich stärker.
|