#55976198 · 13 Mar 2020, 05:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LUNATIKI
QUOTE | რა შუაშია ბიჭო მაგიჟებთ ისეთ კომენტარებს წერთ, ლოგიკა საერთოდ არა გაქვთ???
თუნდაც ის რომ ქართული უპირატესობაში იყოს არ არის საკმარისი მიზეზი? თუნდაც ის რომ იმპორტის გადასახადი დაუწესდეს დაუშვათ უცხოურს და უპირატესობა ქართულს მიენიჭოს არ არის საკმარისი მიზეზი?
როგორ უნდა იცოცხლოს ქართულმა როცა უცხოური შემოდის თვუთღირებულებაზე დაბალ ფასად??? რეებს ბოდავთ საერთოდ? გქონიათ რაიმე შეხება ბიზნესთან ოდესმე თუ უბრალოდ აქტივისტობის ბიზნესით ხართ დაკავებულები?
ბაზარში მაინც არ დადიხართ??? თქვენც იკვებებით ხო??? თურქული და ირანული პამიდვრით რომ იხეთქავთ კუჭებს მოგწონთ? თურქული მწვანილი რომ გაქ ბაზარზე ნ რაოდენობით ქართულზე დაბალ ფასად არ ტეხავს ბიჭო??? ირანული გენმოდიფიცირებული კარტოფილი და საზამთროთი რომ იკვებები არ იცი ხო??? |
ლოგიკას მიწუნებთ? თქვენ ჩამოყალიბდით რას ითხოვთ, უპირატესობას და პრივილეგიებს თუ თავისუფალ ბიზნესს! სწორი გითხრათ დეგამ, ბაზრის კანონია ეგ. ქართული პომოდორიც მინდა და საზამთროც, მე პირადად მზად ვარ, რომ მეტიც გადავიხადო, მაგრამ ამ "ქართული ბიზნესის" მუცელი არ გაძღა, ესენიც იმ უვარგის ჯიშებს თესავენ, რათა მეტი მოიყვანონ და მეტი მოგება ნახონ, ღორობამ და უცებ გამდიდრების სურვილმა იცის ეგ! ყველას არ ეხება რასაკვირველია! და ზრდილობას მოუხმეთ კიდევ! სხვისი აზრის მოსმენა თუ არ გსიამოვნებთ, თემებს რაღატომ ხსნით ფორუმზე?
--------------------
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.
|