აქ ხალხს გეგონათ მოგებას ნახავდით თუ?
საშეღავათო პერიოდის მნიშვნელობა იცით? სადმე დაგიწერეს რომ პროცენტს გპატიობენ? "პროლონგაციის" მნიშვნელობა თუ არ იცით გადავადება ხო გესმით ქართულად, გა და ვა დე ბა. პროცენტის ჩამოწერა კი არა გადავადება. ანუ რაც უნდა გადაგეხადა ახლა 3 თვეში, ის უნდა გადაიხადო მოგვიანებით. და პლუს ამ სამთვეში რაც პროცენტი უნდა დარიცხვდა სესხს დაემატება დანარჩენ ვადაზე
მათემატიკურად რომ ავხსნათ
გაქვს 1200 ლარი სესხი ძირი დარჩენილი 12 თვე ვადა წლიური 20% ნომინალულურით
12 თვეში უნდა დააბრუნო 1440 ლარი (არა კლებადი პროცენტი)
თვეში 100 ლარი ძირი და 20 ლარი პროცენტი
ვადის გაგრძელებით პროლონგაცია ნიშნავს, რომ სამი თვე სადაც 300 ლარი ძირი და 60 ლარი პროცენტი უნდა დაგეფარა იქნება ასე
პირველი 3 თვე 0 ლარი, მომდევნო 12 თვე 120 (სესხის ძირი და პროცენტი) და + ის 60 ლარი რომელიც საშეღავათო პერიოდის განმავლობაში უნდა დარიცხვოდა გადანაწილდება 12 თვეზე და დაემატება სესხს. ანუ თვეში 5 ლარით გაგიძვირდებათ სესხი, გადაიხდით 125 ლარს თვეში, მთლიანობაში 1500
ეს ავხსენი მარტივი პროცენტით გაცემულ სესხებზე. კლებად პროცენტზეც პრინციპი იგივეა.
ეს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა კარგია იმისთვის, ვისაც რეალურად შეუმცირდა შემოსავალი კორონას გამო, მაგრამ ვისააც ხელფასი აქვს და არაფერი არ შემცირებია იმან არ უნდა ისარგებლოს, მთლიანობაში მეტს გადაიხდის
ხო კიდე ნუ ელოდებით რამე საჩუქარს ბანკებისგან. ჩვენ რო პროცენტი დაგვიკლონ მაშინ მეანაბრეებსაც უნდა გაუჩერონ პროცენტის გადახდა ამ 3 თვეში და კითხეთ აბა მეანაბრეებს უნდათ ეხლა პროცენტის გაჩერება?
ბანკები არაფერს არ წააგებენ ამ შეღავათებით. პირიქით სიტუაციის გართულებები აირიდეს თავიდან, დიდი შანსი იყო ბევრს ვერ გადაეხადა ისედაც და პორტფელის აფეთქებას ისევ ვითომ კარგი საქმის გაკეთება არჩიეს. ამას სამწუხაროდ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ხვდება და გონიათ მართლა კარგი გააკეთეს ბანკემბა და მხოლოდ ხალხზე ზრუნვის შედეგი იყო ეს საშეღავათო პერიოდი.
ხალხზე ზრუნვა იქნებოდა იმ 3 თვის განმავლობაში დასარიცხი პროცენტი რო გაეჩერებინათ და საკუთარი წლიური თითქმის მილიარდი ლარი წმინდა მოგებიდან დაეფინანსებინათ, მაგრამ მაგის ჩიტიები არიან მოგება შეიმცირონ
პ.ს. ისედაც რომ გეთხოვათ საშეღავათო პერიოდი ამ პერიოდში დიდი შანსი იყო დაგთანხმდებოდნენ ასეთივე პირობებით, ბანკები მაინც არაფერს წააგებდნენ და კლიენტის გულსაც მოიგებდნენ
მე პირადად მოგოში მყავს ორი მანქანა ლიზინგით, როცა ტრანშს ვერ ვიხდი მთლიანად თვითონვე ურჩევნიათ მხოლოდ მიმდინარე პროცენტი გადავიხადო ძირის გარეშე და ვადა გაიზარდოს 1 თვით. მე ვიხდი ნაკლებს, ვადა არ მაკლდება, მოგოს არაფერი აკლდება, ჩვეულებრივი მომენტია. და ეს ჩვეულებრივი მომენტი ბანკებმა შეფუთეს ისე თითქოს რამეს ზარალობენ ხალხის გამო
This post has been edited by donrobita on 15 Mar 2020, 14:44
გარე კახეთი, შიდა კახეთი და ზემო მაჩხაანი არ ვიცი მე. ქიზიყი ქიზიყია © უჩინარი