#56004468 · 18 Mar 2020, 14:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფაქტიურად საგანგებო მდგომარეობაში ვართ. აკრძალულია მარშუტკები, დაკეტილია თითქმის ყველა სამსახური, მაღაზიებში დედის მდღვნელი რიგებია და თავდება მაკარონი, ზეთი, გერკულესი, შაქარი და დიდხანს შესანახი პროდუქტები. ეს ჩემი თვალით ვნახე დღეს. ხალხი 10 კილო შაქარს ყიდულობდა, ანუ ერთი ადამიანი 10 კილოს და გამყიდველი ეუბნებოდა 5 კილოზე მეტს ვერ მოგცემო. აი ასეთი შედეგი მოაქვს მკაცრ ზომებს! ფასები გაძვირებულია და ასე თუ გაგრძელდა, კატასტროფულ ფასებს მივიღებთ მალე. აფთიაქში შევედი ბავშვის რძეზე და იქ უარესობა დამხვდა. აღარ ვეტეოდით რიგში. ფასები ოდნავ მომატებული იყო. აქაც შეიქმნება დეფიციტი მალე. მე და ყველა საღად მოაზროვნე ხალხს მიგვაჩნია: არ არის საჭირო საგანგებო მდგომარეობა! ეს ყველაფერი გამოიწვევს ვირუსზე დიდ ზარალს და ეკონომიკურ კრიზისს გაორმაგებულად. 90-ანი წლები მონაგონი გახდება. ყველაფერი დახლს ქვეშ გადავა და წავა დროებით მარადიორობა! მთავრობას მოვუწოდოთ აღადგინოს ცხოვრების ჩვეული რიტმი. მივბაძოთ ინგლისს. მაინც ყველას შეგვხვდება ეს კორონა და ნუ გავაჩერებთ ამის გამო ყველაფერს.
--------------------
[COLOR=blue]
|