#56001145 · 17 Mar 2020, 21:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი მეისონ მაუნტი კვირას, ლონდონის ერთ-ერთ პარკში შეამჩნიეს, არადა, კლუბის მთელი შემადგენლობა ორკვირიან კარანტინში იყო გაშვებული, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „მირორმა“. მაუნტი პარკში „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელთან დეკლან რაისთან ერთად სეირნობდა. ორივე ფეხბურთელი ინგლისის ნაკრების კანდიდატია. „ჩელსი“ კარანტინში სამშაბათს მოათავსეს, როცა კორონავირუსი დაუდგინა გუნდის ნახევარმცველს კალუმ ჰადსონ-ოდოის. ყველა მოთამაშეს მიეცა სახლში დარჩენის რეკომენდაცია. ახლა, მაუნტს სერიოზული დისციპლინარული სასჯელი ელოდება საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის. როგორც "მირორი" წერს, მაუნტის დედა ქართველია.
--------------------
მიზეზის გარკვევამდე განაჩენი მხოლოდ ხისთავიანებს გამოაქვთ !!!
|