მე წინა თემებშიც დავწერე და აქაც გეტყვი, რომ არა ამ ვირუსის ესეთ კონტროლზე აყვანა, საყოველთაო ტესტირება, ონლაინ დიაგრამების დადება, ტოპ ნიუსებში ჩვენება და ა.შ. საერთოდ არაფერი მოხდებოდა, ანუ ვგულისხმობ კრიზისებს და მაშტაბურ ქაოსს.
ღორის და ქათმის გრიპმა გაცილებით მეტი ადამიანი დააინფიცირა და მოკლა კიდეც, მაგრამ იყო ესეთი ამბები? არა.
არც კრიზისი მომხდარა, არც პანიკა და არაფერი.
ამ ყველაფერს ამძიმებს ხელოვნურად შექმნილი პანიკა, გეუბნებით ფსიქოლოგიური სტრესი ეს არის ყველაზე ცუდი რამ და ყველაზე საშიში რამ, ნებისმიერ ვირუსზე საშიში და ზუსტად ამ ფსიქოლოგიური სტრესის პანდემიაა ეხლა და არა კორონა ვირუსის.
ბრიტანეთს არაფერი არ დაემართება, თუ პანიკა არ მოხდება მანდაც და ხალხი არ დაისტრესება, ეს უკვე ბრიტანეთის ხელისუფლებაზე აღარაა დამოკიდებული, მსოფლიო ჯანდაცვა და მსოფლიო მასმედია სტრესავს ხალხს მაშტაბურად, რის წინააღმდეგაც ყველა სახელმწიფო უძლურია.
აგერ ბრიტანეთმა ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო და ეგრევე აუგორეს მასმედიებმა სკანდალი, ეს როგორ იკადრა, ხალხს როგორ წირავენ, ესე არ შეიძლება და ბლა ბლა.
ღორის და ქათმის გრიპმა მილიონები მოკლა, მითუმეტეს შედარებით ახალგაზრდებიც მათ შორის და არანაირი კრიზისი არ შეიმჩნეოდა მსოფლიოში, არც საქართველოში მათ შორის, კორონა კი უფრო სუსტებს ებრძვის რაც იმას ნიშნავს რომ მაგ ვირუსებზე გაცილებით სუსტია.
ის არის ზღაპარი, რომ კორონა უფრო სწრაფად ვრცელდებაო

ეს არის ხალხის დასაპანიკებლად მოგონილი ტყუილი, რომ რაღაცით მაინც შეაშინონ ხალხი და ამ ვირუსს სხვა ვირუსებთან შედარებით რამე უპირატესობა მიანიჭონ.
ყოფილიყო ესეთ ნაირი კონტროლზე აყვანილი წინა ვირუსები და ამაზე რამდენჯერმე მძიმე სიტუაცია იქნებოდა ვიდრე ეხლაა, შეიძლება ცივილიზაციას არსებობაც კი დაესრულებინა.
სტრესია ყველაზე სახიფათო სტრესი, ვირუსსზე უფრო საშიში არის ფსიქიკური სტრესი, მითუმეტეს ესე მაშტაბური და გლობალური, სტრესი რამდენჯერმე ამცირებს იმუნიტეტს და ადამიანს საერთოდ დაუცველს ტოვებს, ვირუსების წინააღმდეგ კი იმუნიტეტი სჭირდება ზუსტად ადამიანს, ვიდრე წამალი.
ამიტომაც ვამბობ რომ ეს არის გლობალური სპეც ოპერაცია, ვიღაცეების მიერ დაგეგმილი და ამ ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას სხვა და სხვა ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვა.
ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად, ყველაზე ეფექტური და ფაქტიურად ერთადერთი იარაღი არის სიმშვიდე, სიწყნარე. მე კი ამ თვეების განმავლობაში ვერც ერთი განცხადება ვერ ვნახე მსოფლიო ჯანდაცვის მიერ გაკეთებული, რაც ხალხის დასამშვიდებლად იქნებოდა გაკეთებული, ყველა მათი განცხადება შეიცავს პანიკის ელემენტებს, შიშის დათესვას და ა.შ.
ეს კეთდება მიზან მიმართულად, მე არ მჯერა რომ მსოფლიო ჯანდაცვაში ისეთი იდიოტები ზიან რომ ამ ყველაფერს ვერ აცნობიერებდნენ და არ იცოდნენ რომ ესეთ დროს პირიქით ხალხს დამშვიდება ჭირდება და სულ რომ ტყუილი იმედის მიცემა მოგიწიოს, უნდა მისცე ხალხს ეს იმედი, ეგაა წამალი მაგ დროს

რა თქმაუნდა როდესაც ამხელა მონსტრი მსოფლიო მასმედიების საშუალებით ახდენს მსოფლიოს დაპანიკებას, იქ ვერც ერთი სახელმწიფო ვერ განახორციელებს იმ საჭირო და მშვიდ ღონისძიებებს რაც ამ დროსაა საჭირო, ვინაიდან მსოფლიო ჯანდაცვის მიერ დაპანიკებული ხალხი შემდგომ ხელისუფლებებს დაადანაშაულებენ უმოქმედობაში და ფეხებზე მკიდიობაში, როგორც მოხდა ეს ჯონსონის შემთვევაში.
ძნელია აუხსნა ეს ყველაფერი ბრბოს, მითუმეტეს დაპანიკებულ ბრბოს