Krusty_the_Clown
Wise member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6726
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15
|
#55997698 · 17 Mar 2020, 11:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა სიმპტომები აქვს ახალ კორონავირუსს?
მგონი სიმპტომები მაქვს. რა უნდა ვქნა?
თვითიზოლაცია მჭირდება?
თუ მარტო არ ვცხოვრობ?
თუ სახლში შინაურ ცხოველი მყავს?
რა შემთხვევაში გავდივარ გარეთ?
თუ მაინც მიწევს გარეთ გასვლა?
როგორ გავუმკლავდე სტრესს?
ვინ არის COVID-19-ისგან სერიოზული ავადობის რისკ ჯგუფში?
საერთაშორისო მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი. შემიძლია?
ჩემი რეისი გაუქმდა. კომპენსაცია მეკუთვნის?
საზღვარგარეთ ვარ. ჩემი ფრენა გაუქმდა. როგორ დავბრუნდე სამშობლოში?
რა სიმპტომები აქვს ახალ კორონავირუსს? ახალი კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი სიცხე, მშრალი ხველა, ტკივილები სხეულში, და სისუსტე, თავის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა.
მგონი სიმპტომები მაქვს. რა უნდა ვქნა? ოჯახის ექიმს კონსულტაციაზე მიმართეთ იმ შემთხვევაში, თუკი გაქვთ ტემპერატურა, ხველა და სურდო, მაგრამ ამასთან: არ გიმოგზაურიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში, ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან.
ინფექციურ საავადმყოფოს მიმართეთ იმ შემთხვევაში, თუ: ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და დაგიფიქსირდათ ტემპერატურა 37.5 და მეტი, ხველა,სუნთქვის გაძნელება; ან, არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულ პირთან;
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი: 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 15 05
თვითიზოლაცია მჭირდება? თვითიზოლაცია სავალდებულია მათთვის:
ვისაც არ უფიქსირდება მაღალი ტემპერატურა და ვირუსის სხვა სიმპტომები, მაგრამ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყანაში, როგორიცაა ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, საფრანგეთი;
კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან - 15 წუთით, 2 მეტრის სიახლოვეს;
იმყოფებოდა ინფექციურ დაწესებულებაში კორონავირუსზე ეჭვით და დიაგნოსტიკური კვლევით არ დაუდასტურდა ვირუსის არსებობა.
თუ მარტო არ ვცხოვრობ? შესაძლოა ოჯახის წევრებისგან ან ოთახის მეზობლებისგან განცალკევება სრულად ვერ შეძლოთ, თუმცა მათთან კონტაქტი მინიმუმამდე შეზღუდეთ. მოერიდეთ სამზარეულოში სხვებთან ერთად ყოფნას, საჭმელი მიირთვით განცალკევებით, საკუთარ ოთახში. გაწმინდეთ ზედაპირები ყოველ დღე. იზოლაციის პერიოდში იქონიეთ განცალკევებული ჭურჭელი (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცი, საწოლი.
თვითიზოლაციაში მყოფებთან ერთად მცხოვრებმა პირებმა ხელები უნდა დაიბანონ ხშირად, საპნით და წყლით, სულ მცირე 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით კონტაქტის შემდეგ.
თუ სახლში მხოლოდ ერთი აბაზანა გაქვთ, თვითიზოლირებულმა ის უნდა გამოიყენოს ყველა სხვა მცხოვრების შემდეგ და ამის შემდეგ საფუძვლიანად გაწმინდოს ის.
პერსონალური ნაგავი (როგორიცაა ცხვირსახოცი) ჩადეთ ორ პარკში, შეკარით კარგად და შეინახეთ სხვა ნაგვისგან განცალკევებით. ნაგავი ჩვეულებრივ გადაყარეთ 72 საათის შემდეგ.
თუ სახლში შინაურ ცხოველი მყავს? ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ შინაური ცხოველები, როგორებიცაა ძაღლები და კატები, კორონავირუსით ინფიცირდებიან. თუ დადასტუდებულად გაქვთ COVID-19, შეზღუდეთ კონტაქტი შინაურ ცხოველებთან ისევე, როგორც ამას იზამდით ადამიანებთან.
რა შემთხვევაში გავდივარ გარეთ? აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლიდან გასვლა რეკომენდირებული არაა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც 60 წელს გადაცილებულია. დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა არაერთი სახელმწიფო უწყება. ხელისუფლება იმავე რეკომენდაციას აძლევს კერძო სექტორსაც.
თუ მაინც მიწევს გარეთ გასვლა? გახსოვდეთ ვირუსი გადადის ნერწყვის შხეფებით - მაგალითად, თუ მოგახველეს, ან შეეხეთ რამეს, რასაც დაახველეს. შემდეგ შეეხეთ საკუთარ სახეს და თვალების, ცხვირისა თუ პირის მეშვეობით ვირუსი თქვენს ორგანიზმში მოხვდა. ამიტომ, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა. თუ დაბალ რისკჯგუფში ხართ და მოერიდეთ ფიზიკურ კონტაქტს
როგორ გავუმკლავდე სტრესს? კორონავირუსის გავრცელება ზოგიერთი ადამიანისთვის სტრესული შეიძლება იყოს. ასეთ სიტუაციაში ძალიან დაგეხმარება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.
არ არის აუცილებელი უყურო ყველა საინფორმაციო გამოშვებას. შეისვენე სოციალური მედიისგანაც.
მოუარე საკუთარ სხეულს. ღრმად ისუნთქე, მედიტაციით დაკავდი. ეცადე იკვებო ჯანსაღად, დაბალანსებულად, ივარჯიშე რეგულარულად, იძინე ბევრი, მოერიდე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.
აკეთე ის, რაც გსიამოვნებს.
ეკონტაქტე ადამიანებს. მოუყევი შენს შეგრძნებებზე ადამიანებს, რომელთაც ენდობი.
ვინ არის COVID-19-ისგან სერიოზული ავადობის რისკ ჯგუფში? ადრეული ინფორმაცია ჩინეთიდან, სადაც COVID-19 პირველად გაჩნდა, აჩვენებს, რომ კორონავირუსი ყველაზე სახიფათო 60+ წლის ადამიანებისთვისაა, და მათთვის, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი.
საქართველოს ხელისუფლება 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევს, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში.
საერთაშორისო მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი. შემიძლია? გადაამოწმეთ, ძალაშია თუ არა თვენი ჯავშანი. მსოფლიოში ათასობით ფრენა გაუქმდა სახელმწიფოების მიერ დაწესებული შეზღუდვებისა თუ მოქალაქეების მიერ მოგზაურობაზე უარის თქმის გამო. 19 მარტიდან, ორი კვირით, საქართველო უცხოელებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს. ბუდაპეშტის რეისის გარდა, საქართველოდან ყველა მიმართულებით აუქმებს ფრენებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air.
ჩემი რეისი გაუქმდა. კომპენსაცია მეკუთვნის? Wizz Air გადახდილი თანხის 120% ავტომატურად დარიცხავს მომხმარებლის WIZZ ანგარიშზე, რომლის გამოყენებასაც ისინი შეძლებენ 24 თვის განმავლობაში კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად. ხოლო თუ ფულის საბარათე ანგარიშზე დაბრუნებას გადაწყვეტთ, მათ ბილეთის ღირებულების 100 პროცენტი დაუბრუნდებათ.
საზღვარგარეთ ვარ. ჩემი ფრენა გაუქმდა. როგორ დავბრუნდე სამშობლოში? გაუქმებული ფრენების გამო საზღვარგარეთ ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს, ახალი ბილეთების ყიდვა მოუწევთ. საგარეო საქმეთა მინისტრი საზღვარგარეთ დარჩენილ მოქალაქეებს ურჩევს ქართული ავიაკომპანიების მომსახურება გამოიყენონ, რომლებიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ამსტერდამის, პარიზისა და ვენის მიმართულებით დაფრინავენ. თუმცა საქართველოს მოქალაქეთა მაღალი კონცენტრაციის მიხედვით, ახალი მიმართულებების დამატებაა დაანონსებული.
წყარო: რადიო თავისუფლება
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
|