#56004229 · 18 Mar 2020, 14:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საგანგებო მდგომარეობის თემას ძირითადად ნაციონალი არხები ტვ პირველი და მთავარი ატრიალებს. ვფიქრობ ეს მომავალი არჩევნებითაა განპირობებული, რადგან თუ ეხლა მთავრობამ კარგად გაართვა კორონას პრობლემას თავი ოქტომბრის არჩევნებზე ხალხის დიდ მხარდაჭერას მიიღებს ხოლო თუ ცუდად გაართვა და ეკონომიკურადაც ხალხი დააქცია მაშინ ოპოზიცია მიიღებს ხმებს. ამიტომ ვინც კორონას დროსაც მხოლოდ პოლიტიკურ სკამებზე ფიქრობს და საკუთარ კეთილდღეობაზე ამიტომაც ითხოვენ ოპოზიციური არხები და პარტიები უკიჟინებენ მთავრობას საგანგებოს გამოცხადებას ანუ აძლევენ ცუდ რჩევებს ისეთს რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უფრო დამძიმდეს. ასევე ყვავებივით სულ ცუდს ლაპარაკობენ რომ ეს მოგვივა თუ ის ანუ მათთვის ქვეყანაში ცუდდის მოხდენა პოლიტიკური დივიდენდების მომტანია. თორემ სინამდვილეში რა საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება როცა ისედაც ნელნელა საფრთხის ასაცილებლად ყველაფერი იზღუდება. ტურისტების შემოსვლით დაწყებული ტრანსპორტით დამთავრებული. ხოლო ამ ნაცებს თუ სხვებს რომ ჩაიგდეს 9 წლის მანძილზე მთავარი ფულიანი ბიზნესები ტოტალიზატორების, სააფთიაქო, ბანკების, სასტუმროების, ნავთობის. თუ ხალხზე მართლა გული შესტკივათ ყველამ გააკეთოს რამე შეღავათი მაგ ბანკებმა აპატიონ 2-3 თვის პროცენტები ხალხს, აფთიაქებმა დააიაფონ წამლები, და ზოგადად ყველამ ვისაც ჰყავს დასაქმებული ხალხი მისცენ ის მიზერული ხელფასები მიუხედავათ ბიზნესს ზარალისა და ნახონ შედარებით ნაკლები მოგება ვიდრე წინა წლებში.
|