წარმოუდგენელი შემთხვევა: კითირას მიტროპოლიტი სერაფიმე დააპატიმრეს, რადგან წირვას აღავლენდა
March 21, 2020 melano
წარმოუდგენელი შემთხვევა კუნძულ კითირაზე მოხდა. კითირას მიტროპოლიტი სერაფიმე პოლიციამ დააკავა, რადგან ეკლესიაში მივიდა და მრევლს წირვაზე დასასწრებად უხმობდა.
როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აიკრძალა ყველანაირი ღვთისმსახურების ჩატარება. დაუშვებელია ეკლესიებში შეიკრიბოს დიდი რაოდენობით ხალხი და აღევლინებოდეს წირვა-ლოცვა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიები ღიაა ინდივიდუალური მლოცველებისთვის.
კითირას მიტროპოლიტმა დაარღვია მთავრობის მიერ გამოცემული კანონი და შედეგად დააკავეს. კუნძულის მერი სასულიერო პირის მიერ კანონის დარღვევის ფაქტს ადასტურებს.
როგორც ირკვევა, მიტროპოლიტი სერაფიმე ეკლესიაში ზარებს რეკდა, მრევლს მისვლისკენ მოუწოდებდა და წირვა-ლოცვის ჩვეულ რეჟიმში ატარებდა.
https://georgians.gr/warmoudgeneli-shemtxve...is-mitropoliti/