მე დავწერე ეგ ტექსტი

და შენ ან ვინმე სხვას შემოსავალს კი არ გითვლით და კი არ გავალდებულებთ, სხვას დაეხმარეთ მეთქი (არც მე ვარ დიდი ქველმოქმედი), იმ ხალხს ვამართლებ, ვინც მიუხედავად სახლში დარჩენის რეკომენდაციებისა, მაინც დადის სამსახურებში, ლუკმა-პურის ფული რომ გამოიმუშაოს.
სახელმწიფო რომ უნდა დაეხმაროს, ეგ კი, მაგრამ ეხმარება ამ წუთას?
ხშირად მხვდება აგრესიულ-ზიზღნარევი დამოკიდებულება იმ ხალხის მიმართ, რომლებიც მიუხედავად რეკომენდაციებისა, დადიან გარეთ.
დარწმუნებული ვარ მაგათ უმრავლესობას ნამდვილად არ ეხალისება გარეთ სიარული და რასაც ქვია ბომბზე ჯდომა, უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ.
სანამ ვაგინებთ სხვას, საფრთხეს გვიქმნისო, იმის მდგომარეობაშიც შევიდეთ რატო გვიქმნის. არ აქვს სხვა გზა.
სახელმწიფოს დახმარებაზეც კიდე, არ ვართ ჩვენ აშშ რომ იმდენი რესურსები გვქონდეს, ყველა უზრუნვლეყოფილი ვიყოთ.
რაღაც კონკრეტული ვადით შეიძლება, მაგრამ არავინ იცის რამდენ ხანს უნდა იჯდე სახლში.
რაღაც პერიოდს გაქაჩავ და შემდეგ უკვე ხო გინდა არსებობა.
რო იყოს რამე კონკფრეტული ვადა, რომ არ უნდა გამოხვიდე და იყო იზოლაციაში, კი ბატონო.
დარჩები კონკრეტული ვადით სახლში და იმის იმედი გექნება, რომ ამ ვაფაში დაგეხმარება ქვეყანა.
მაგრამ ასე უვადო და ბუნდოვანი როა ყველაფერი, ვერ დარჩები სახლში უვადოდ უმუშევრად.
ვიღაცეები რჩებიან სახლში და ვიღაცეები მუშაობენ.
ექიმები, პოლიცია, მაღაზიების პერსონალი თუ მუშაობს იმიტომ რომ საჭიროა, სხვა ხალხის მუშაობაც საჭიროა, ქვეყნისთვის ან მათი ოჯახებისთვის.
ეს ეპიდემია ყველა პროგნოზებით წლები გაგრძელდება და თუნდაც თვეები ვერ იქნები გამოკეტილი.
ჯობს შეეჩვიო ამ ჭირთან ერთად ცხოვრებას.
ჯანმრთელ ადამიანებზე ვამბობ.
სახლში რო დარჩე, სხვა ყველაფერს რო თავი დაანებო, ფსიქიკურად შეიშლები...
მე პირადად უეჭველი შევიშლები.
მაგას მირჩევნია დავვირუსდე და გადავიტანო.
ისიც არაა მართალი, რომ ავრცელებენ დასაპანიკებელ ინფორმაციას, თითქოს იმუნიტეტს არ გამოიმუშავებს ორგანიზმი.
მოსახლეობის უმრავლესობისთვის არაა ეს ვირუსი სასიკვდილო.
მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ხალხი კი, უნდა იყოს იზოლაციაში, იმდენ ხანს რამდენიც საჭირო იქნება.
This post has been edited by Frankens†ein on 22 Mar 2020, 12:01
Mens sana in corpore sano...