ამ მაფიოზურ დაჯგუფებას უსაფრთხოების სამსახური ყავს მხედრიონივით?

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, სამების ტაძარში, კანონის აღსრულებისთვის მისული საპატრულო პოლიცია, ადგილიდან გამოაძევეს
2020-03-22 11:51:00
სამება„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში კანონის აღსრულებისთვის მისული საპატრულო პოლიცია, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურმა ადგილზე არ შეუშვა.
საქართველოს მასშტაბით 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რომლის დაცვა ყველა მოქალაქისა თუ ორგანიზაციისთვის სავადლებულოა.
გუშინ, ხელიუფლების წარმომადგენლების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა, პრემიერი გახარია აცხადებდა, რომ შეზღუდვა ეხებოდა ყველას, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილე კი ამბობდნენ, რომ შეზღუდვა რწმენისა და აღმსარებულობის თავისუფლებას არ ზღუდავდა. ნიუპოსტი ფაქტის გადამოწმებას შს სამინსიტროში ცდილობს.
განახლება: შს სამნისტროს პრრსამსახური გავრცელებულ ინფორმაციას "ნიუპოსტთან" უარყოფს . უწყების პესცენტრმა გვითხრა, რომ მსგავს ფაქტს ადრგილი არ ჰქონიდა და სიცრუეა.
საქართველოს საპატრიარქომ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, წმინდა სინოდის სხდომაზე განჩინება მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ეკლესია არ ცვლის ღმთისმსახურებისა და ზიარების წესს, თუმცა იქვე მოუწოდებდა მრევლს, რომ გაითვალისწინონ ჯანდაცვის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია და დაიცვან ჰიგიენის წესები.