დემოკრატია, პლურალიზმი და სხვა ამისთანები კარგია და აუცილებელიც მშვიდობიან დროს.
მაგრამ ომიანობასა და ჟამიანობაში დისციპლინაა საჭირო - ხელისუფლების ცენტრალიზაცია, კაპიტალის კონცენტრაცია, ინდივიდის ნების დაძლევა, კერძო საკუთრების ხელყოფა და ასე შემდეგ, ერთი სიტყვით - სამხედრო წესრიგი! :დ
რას აკეთებს ბრიტანეთი?
ჯერ კერძო კლინიკების პალატები და აპარატურა გადადის სახელმწიფოს განკარგულებაში თავის პერსონალიანად.
შემდეგ ქარხნებსაც აჩერებენ. საწარმოო ხაზების გადაკეთება-გადაიარაღება, ინჟინერთა გადამზადება და ახლა უკვე ვისკის მაგივრად სანიტაიზერს აწარმოებენ, "მაკლარენის" ინჟინერი კი სამედიცინო ვენტილატორის ნახაზებზე მუშაობს. :დ
რკინიგზის რენაციონალიზაცია? - აუცილებლად. აბა, უამისოდ როგორ? :დ
მოხალისეთა არმიებიც ხომ გვინდა? - რა თქმა უნდა. რამდენიმე დღეში ნახევარ მილიონამდე მამაცი ბრიტანელი უერთდება NHS-ის რიგებს.

დაბოლოს - გვირგვინი! მეფე ბრძოლის ველზე, მეფე თავისი ხალხის გვერდით - პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურეს! :დ
გლობალური სამხედრო კონფლიქტის მშვენიერი რეპეტიციაა.
* * *
მაგრამ მთავარი მაინც ფინანსური ნაკადების ცენტრალიზებული კონტროლია.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ ეკონომიკური კრიზისის დროს გვიჭირს? - ფული ვისესხოთ.
ამისთვის სახელმწიფოებიცა და კერძო კორპორაციებიც ობლიგაციებს უშვებენ.
ვინ ყიდულობს ამ ობლიგაციების უდიდეს უმეტესობას? - ცენტრალური ბანკები, რომლებსაც... სახელმწიფო ხელისუფლებები აკონტროლებენ.

და ფული საიდან? - საიდან და როგორც დიდი ზახარიჩი იტყოდა, ტუმბოჩკიდან :დ - ბეჭდავენ, უბრალოდ

ეს ყველაფერი ამასთან ერთად იმასაც ნიშნავს, რომ კაპიტალი განვითარებადი სამყაროდან ბრუნდება უკან, განვითარებულ სამყაროში.
win-win. აწწწ <3
This post has been edited by Alfred_Albion on 26 Mar 2020, 02:52
აღარც ღმერთი... ვეღარაა... - თორნიკე ოქრიაშვილი