00:29 / 02-04-2020
"არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ქვეყნიდან საქართველოში" - გახარია
"არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ქვეყნიდან საქართველოში" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ვისაც საქართველოს მოქალაქეების დახმარება სურს, "პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად", იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას უნდა მიმართონ, საიდანაც ამ მოქალაქეების წამოყვანა სურთ.
"ბევრი სპეკულირება ხდება ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით, ვიღაც რაღაც სურვილს გამოთქვამს. არის შემთხვევები, როდესაც წერილები იწერება კანცელარიაში. ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულირება.
ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის ან ქვეყნის დახმარება უნდა, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ერთი ქვეყნიდან საქართველოში.
საჭიროა, მიმართო იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას და ეს ნახევარ საათში ორგანიზდება. პოლიტიკური კეკლუცობის მაგივრად, ყველას ვისაც აქცს სურვილი, რომ ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ გამოაცხადონ, რომ აკეთებენ ამ რეისს და არანაირი წინააღმდეგობდა არ იქნება" - აღნიშნა გახარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება უზრუნველყოს.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, მათ უკვე მოძიებული აქვთ ავიაკომპანია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს განახორციელებს და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისინი უფასოდ უზრუნველყოფენ.
ეს ვნახე სხვა თემაში. არ მინდა პოლიტიკური იერი მივცე ამას და თუ აქამდე არ იცოდა,იმედია წაიკითხავს და ეცოდინება.
* * *
საცხოვრებელი ქირის შეღავათები შტატების მიხედვით
April 1, 2020
აშშ-ში საცხოვრებელი ქირის შეღავათები კორონავირუსის პირობებში
გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ აღნიშნული ვებ-გვერდები განახლებული ინფორმაციისათვის!
აშშ-ის კონგრესში 27 მარტს მიღებული კანონით (The CARES Act / Coronavirus Aid, Relief, and Economic Security Act, SEC. 4024 TEMPORARY MORATORIUM ON EVICTION FILINGS) საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე გამოცხადდა მორატორიუმი მათთვის ვინც Corona-19 ეპიდემიის გამო დაკარგა სამსახური და შესაბამისად შემოსავალი. იხილეთ კანონი შემდეგ ბმულზე
შტატების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობები სპეციალურ დამატებით ზომებს განსაზღვრავენ, რომელთა შესახებ ინფორმაცია, იხილეთ ქვემოთ ჩამონათვალში:
ნიუ იორკი
ნიუ იორკის შტატშის გუბრენატორმა გამოსცა ბრძანება (Executive order – New York State on PAUSE), რომლითაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საცხოვრებელი და კომერციული ფართებიდან გამოსახლებაზე გამოცხადდა 90 დღიანი მორატორიუმი. ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
ნიუ იორკის ფინანსური მომსახურების დეპარტამენტმა გამოსცა სახელმძღვანელო დირექტივები, რომლითაც მოუწოდა იპოთეკური სერვისების გამცემთ რომ საკუთარი წვლილი შიტანონ პანდემიასთან ბრძოლაში და ვირუსით დაზარალებულებს შეღავათები გაუწიონ იპოტეკური სესხების, კრედიტების, გირავნობის და ქირავნობის საკითხებზე. ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ბმულზე
ნიუ ჯერსი
შტატის გუბერნატორის N106 ბრძანების საფუძველზე აიკრძალა მეიჯარის, დამქირავებლის და მფლობელის საცხოვრებელი საკუთრებიდან გამოსახლება. ბრძანების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე
ამასთან, შტატის გუბერნატორმა მიმართა შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს შეღავათები გაუწიონ მოქალაქეებს იპოტეკურ სესხებზე, კრედიტებზე, მოსაკრებლებზე და გადასახადებზე. ასევე გამოაცხადონ მორატორიუმი გაყიდვებზე (foreclosure sales) და გამოსახლებაზე. ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
ფილადელფია
13 მარტიდან საცხოვრებლიდან გამოსახლება შეჩერებულია ერთი თვის განმავლობაში. ფინანსური პრობლემების შემთხვევაში რეზიდენტს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ბინის ქირისაგან განთავისუფლებაზე. სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე
უბინაობის ან ბინის დაკარგვის მაღალი რისკისას თავშესაფრის მაძიებელმა უნდა მიმართოს სპეციალურ ცენტრს (Intake Center). ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს
კალიფორნია
ფლორიდაში ბინიდან გამოსახლებაზე მორატორიუმი გამოცხადებულია 31 მაისის ჩათვლით. ინფორმაცია თუ როგორ უნდა იმოქმედოს დამქირავებელმა, ასევე ინფორმაციები გირავნობაზე და იპოთეკურ სესხებზე დაწესებულ შეღავათებზე იხილეთ შემდეგ მისამართზე
მერილენდი
შტატის გუბერნატორის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოცხადებულია მორატორიუმი ბინიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით. ბრძანება იხილეთ ბმულზე
გუბერნატორის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობისას, დენის, ბუნებრივი აირის, წყლის, ტელევიზიის, ინტერენტის მომწოდებლებმა უნდა უზრუნვლყონ შუზღუდავი მომსახურება გადაუხდელობის შემთხვევაშიც. ბრძანება იხილეთ ბმულზე
ვირჯინია
ვირჯინიის გუბერნატორის ბრძანების საფუძველზე, 16 მარტიდან 6 აპრილამდე ვირჯინიის სასამართლოებში, გარდა სპეციალური გამონაკლისისა, შეჩერებულია სასამართლო განხილვები. ეს მოიცავს განხილვებს გამოსახლებაზე იმ დამქირავლებისთვის, რომლებიც პანდემიით მიყენებული ზარალის გამო ვერ ახერხებენ ქირის გადახდას.
ბრძანება ითვალისწინებს შეღავათებს კომუნალური მომსახურების გადასახადებზე. გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტრომომარაგების, ბუნებრივი აირის, წყლის ტელევიზიისა და ინტერენტ კომპანიებს გააგრძელონ მომსახურება 60 დღის განმავლობაში. ბრძანება იხილეთ შემდეგ ბმულზე
გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ აღნიშნული ვებ-გვერდები განახლებული ინფორმაციისათვის!
https://georgiaembassyusa.org/2020/04/01/%e...SE7h-PvIV586CEo შეიძლება გამოგადგეთ ვინმეს.