რა უნდა გაიხსნას? საწარმოები, მსხვილი ლოჯისტიკური ჰაბები, სერვისზე დაფუძნებული საერთაშორისო ფირმები, თუ ფრილანსინგ სტარტაპები?
გაიხსნება რესტორნები, კაფეები, ზარა-შმარა მაღაზიები და სასტუმროები. ამათგან უმეტესობის ძირითადი სეგმენტი იყო ტურისტები. განსაკუთრებით კვების ობიექტების და სასტუმროების. სასტუმროების თავიანთი სერვისები ჰქონდათ კიდევ, გიდები, მძღოლები, ექსკურსიები და ბევრი დამატებითი მომსახურება. ეს ყველაფერი მინიმუმ შემოდგომამდე იქნება გაჩერებული.
შემოდგომამდე თქო, იმიტომ ვამბობ, რომ შემოდგომაზე ან გაიხსნება, ან ვირუსის მეორე ტალღა იქნება და კვლავ გაგრძელდება შეზღუდვები. არ ვფიქრობ რომ მასობრივი ლოქდაუნები იქნება თუნდაც ზაფხულამდე, აი ევროპა იხსნება უკვე. მაგრამ ტურისტული ნაკადი არ იქნება, ისეთი როგორიც აქამდე იყო. და ამ ნაკადის აღდგენას კიდევ 1-2 წელი დასჭირდება. ეგეც ყველაზე ოპტიმისტური გათვლით, ვირუსი რომ აღარ დაბრუნდეს, ვაქცინა რომ შეიქმნას და ყველა აიცრას და ა.შ... თუმცა არსებობს ნეგატიური პროგნოზიც...
ამ ფონზე, რატომ გგონიათ რომ რაღაცის "გახსნით", აი საკრალურ სიტყვად რომ არის ქცეული, საზოგადოებაშიც და ოპოზიციურ სპექტრშიც, რამე შეიცვლება ეკონომიკაში? "გახსნით" უბრალოდ მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში, მშიერი ხალხი და მერე რაც მოხდება ყველას გაგაოცებთ

ასე, რომ ლარს არ უდგას კარგი ბედი. არვიცი რა არის ზედა ზღვარი, შეიძლება. 3.5-3.8 ან 4-იც. მაგრამ ქვედა ზღვარი მგონია ოპტიმალურ (!) ვარიანტში იქნება 3.0. თუ 3-ზე შეინარჩუნეს ტაში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს. თუმცა, ეს კვლავ ოპტიმიზმია. მგონია რომ კურსი ბევრად მეტი იქნება ვიდრე 3.0.
3 მილიარდი როდის შემოვა არავინ იცის. მხოლოდ მთავრობისგან ვიცით რომ უნდა შემოვიდეს 3 მილიარდი (ისევე როგორც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ვიცოდით, 300 ქარხნის გახსნა და ა.შ) ასე რომ მთავრობისგან ნათქვამი არ ნიშნავს, რომ 100% მოხდება. მხოლოდ დღეს გაავრცელა ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რომ 200 მილიონს გვირიცხავენ. 200 მლნ და არა 3 მილიარდს.

დაველოდოთ დანარჩენ 2.8 მილიარდს. 3.2-ზე რომ არის დღეს, ეგეც საკვირველია. თუმცა ამის ახსნა ის არის, რომ მათ ვისაც მუთაქებში და ბანკებში ჰქონდათ დოლარები, საკვების გათავების შემდეგ, ნელნელა უკვე დაიწყეს ამ დოლარების დახურდავება. ეს აჩერებს ლარს.