მსოფლიოსთვის ეს პანდემია საერთო ეგზისტენციალური, სასიცოცხლო გამოწვევაა არა მხოლოდ ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ არსებული საერთაშორისო სისტემისთვისაც, რადგან თუ რაიმემ ამ ვირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი ეს სწორედ გლობალიზებული ტურიზმი, ეკონომიკა, მიმოსვლა იყო
- პრიორიტეტიზაცია პრობლემების გადაწყვეტისა აბსოლუტურად შეიცვლება... კაცობრიობა ძალიან, ზედმეტად ჩაეფლო კომფორტის, გართობისა და კეთილდღეობაზე ზრუნვის რუტინაში მაშინ როდესაც სამედიცინო კვლევებისათვის არნახულად მცირე თანხები იხარჯება ვიდრე გართობაში
- მოხდა ცხოვრების ყველა სფეროს კომერციალიზაცია, მათ შორის დემოკრატიისაც, მმართველობის არსებულმა ფორმებმა ამის გამო დრო მოჭამა, თვითგადარჩენის ინსტიქტი კი, რომელიც ყველაფერზე წინ დგას ამ დრომოჭმულ ფორმაციებსაც გადააფასებს
- ერთიანი იდენტობის შექმნის პოლიტიკა ერთ დღეში გააცამტვერა ნაციონალურმა პრევალირებამ. ეს ალბათ კარგიც კი იქნება ევროკავშირისთვის, როგორც გაერთიანებისთის, რადგან მნიშვნელოვნად შეცვლის მის მიდგომებს, მათ შორის გაფართოებასთან მიმართებით
- პრობლემა ის კი არ არის, რომ ზესახელმწიფოები ტექნოლოგიურად ვერ გაუმკლავდნენ ამ პანდემიას, ვერ შეაჩერეს მისი მასიური გავრცელება, პრობლემა არის ის, რომ როგორც აღმოჩნდა, გლობალიზებული სამყაროს ანტიკრიზისული მართვის რეალური მექანიზმი არ არსებობს
- შეუძლებელია, რომ გქონდეს უახლესი ტექნოლოგიები, იგონებდე საოცარ ალგორითმებს და ამავე დროს კრიზისთან გამკლავების ერთადერთი საშუალება სახლში ჯდომა იყოს
- საქართველოში ვირუსთან ბრძოლის წარმატების მიზეზი ისიც არის, რომ ჩვენ არ ვართ იმდენად ინტეგრირებული საერთაშორისო გლობალურ ეკონომიკაში როგორც იტალია ან ესპანეთი, ან აშშ და ბრიტანეთი. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია
- არ შემიძლია მთავრობის და ჯანდაცვის გუნდის საოცარ მობილიზებაზე ყურადღება არ გავამახვილო. მთელი მარტის განმავლობაში ხელისუფლებამ მაღალ დონეზე გაართვა თავი ამ მსოფლიო პრობლემას და მოახერხა რომ მთელი თვე არავინ გარდაცვლილა განსხვავებით ყველა სხვა ქვეყნისგან და იმედი მაქვს არც არავინ გარდაიცვლება
- პრობლემად მიმაჩნია ერთიანი სამთავრობო გეგმის არ არსებობა თუ როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ იმ შემთხვევაშიც თუ ეს პერიოდი ძალიან გაიწელება და მისი დასრულების შემდეგაც
- თუ მოხდება პროცესის სწორი მართვა, საკარანტინო ზონების დაგეგმარება და უზრუნველყოფა, პრობლემას ვერ ვხედავ ემიგრანტების დაბრუნებაში
- მგონია, რომ ახლა საქართველოს, ქართველების დრო მოდის. როგორც ერს ჩვენ გვიჩნდება დამატებითი საერთაშორისო ფუნქციის შანსი, მოვახდინოთ საუკეთესო კრიზისმენეჯმენტის მაგალითის ექსპორტი. როდესაც ამერიკა 200 ექიმის გადამზადებას ვირუსთან საბრძოლველად ჩვენთან ახდენს, ეს უკვე დიდი წარმატებაა
- მომდევნო კვირებში ჩვენ გვჭირდება სრული მენტალური და სახელმწიფოებრივი მზაობა
- მუდმივად მუსირებს აზრი, რომ ჩვენ არ გვაქვს რესურსები და ვერ შევძლებთ მარტო გამოწვევებთან გამკლავებას. რესურსები გვაქვს, მათი სწორად, სწორი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებაა საჭირო. როდესაც მთელი მსოფლიო ამბობს რომ იმყოფება ომის რეჟიმში, ეს ჩვენზეც ვრცელდება
- ბევრად მეტი თანხების დახარჯვა ადგილობრივ წარმოებაზე გაცილებით მეტ შედეგს მოგვცემს, შესამცირებელია აგრარულ იმპორტზე მასიური დამოკიდებულება. ამას დრო და ნება სჭირდება, თუმცა შესაძლებელია... წესით რთული არ უნდა იყოს 3.7 მილიონიანი ქვეყნის გამოკვება საკუთარი რესურსებით
- მსოფლიო შეიცვალა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. დაუყოვნებლივ უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის თვითგამოკვების პროგრამაზე, სოფლის მეურნეობა აქ ერთადერთი გზაა
- სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ვირუსი მასიურად არ არის გავრცელებული და ბუნებრივია პანიკაც არ დგას ისეთი, რომ უმართავი პროცესები დაიწყოს
- მთავარი პრიორიტეტია ყველაზე დაუცველი სოციალური ფენების დახმარება. ამაზე ყველამ უნდა იზრუნოს, მათ შორის ბიზნესმაც
- ვფიქრობ ეს კრიზისი კიდევ უფრო გამოხშირავს პოლიტიკურ სპექტრს, უკეთესად დაანახებს ამომრჩეველს ვინ საქმიანია და ვინ მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლაზე და კრიტიკაზე ორიენტირებული
- მოხდება საერთაშორისო სამართლის, როგორც საერთაშორისო ქცევის წესების სრული გადასხვაფერება, ვინ, როგორ და რა სახით მოახდენს ახალი ნორმების დადგენას, მათ ინტერპრეტაციას და გამოყენებას ჯერ ამაზე პასუხი არავის აქვს. ბუნებრივია ეს საერთაშორისო ურთიერთობების არსებულ პრაქტიკას შეცვლის
- თუ ციფრული სუვერენიტეტი არ გაქვს, ჩათვალე არ ხარ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ბევრი ვერ გაიგებს ახლა რას ვამბობ, მაგრამ ვინც იგებს იმან უნდა იმოქმედოს
https://www.interpressnews.ge/ka/article/59...etilebebis-droa